არ გავს ახლა ეს ამბავი ფეხბურთში ნემსაძის და ახალკაცის ამბებს?
რაღაცით გავს
http://www.tabula.ge/article-26384.htmlხახალეიშვილი: ყიფიანმა ღამით დამიბარა და არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნა მომთხოვა
 სტატია 
 კომენტარები 
22-11-2012, 18:35 
თემები:
 არჩევნები,  განცხადება,  ყიფიანი,  ძიუდო,  ხახალეიშვილი
დაკავშირებული:
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია
კრემლის კანდიდატმა არჩევნები წააგო
26 ნოემბერს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები მამუკა ხაბარელმა და დავით ხახალეიშვილმა წარადგინეს. 
დღეს კი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონმა ხახალეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სკანდალური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, რამოდენიმე დღით წინ, სპორტისა და ახალგაზრდომის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა ის ღამის 11-ის ნახევარზე სამინისტროში დაიბარა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა. ხახალეიშვილის განცხადებით, ყიფიანმა მას უთხრა, რომ პრეზიდენტობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და სურვილის შემთხვევაში, ვიცეპრეზიდენტად დანიშვნა შესთავაზა. 
"ყიფიანთან ერთად იმ დროს ლერი ხაბელოვიც იმყოფებოდა".
"რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან მსურს, არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის საკითხი ძიუდოს სამყარომ გადაწყვიტოს", - განაცხადა დავით ხახალეიშვილმა.
მისივე თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აპირებს, რომ საქმის კურსში ჩააყენოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი