გთავაზობთ ჩემი მეგობარი სასულიერო პირისა და პუბლიცისტის სტატიას. სიტუაცია ასე არ უნდა განვითარებულიყო.
ბიძინა ივანიშვილი ერთერთ ინტერვიუში, თუ არ ვცდები ეკა კვესიტსაძესთან აცხადებდა, რომ ის ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის შემდეგ (ეს ვადა ეხლა შემცირდა 1.5 წლამდე) ხელისუფლებას დატოვებდა, ოპოზიციაში ჩაუდგებოდა თავის კოალიციას და ასევე სამოქალაქო სექტორში შექმნიდა მოძრაობას.
თავისი არსით, ასეთი ამბიციური გეგმა გულისხმობს იმას, რომ ის დაიკავებდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცის ყველა სეგმენტს. ამის გაკეთება არც გაუჭირდებოდა მისი ფინანსების შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუ სიტუაცია იმ გეგმით განხორციელდებოდა რაც მას ჰქონდა არჩევნებამდე, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის.
თუ ამ განცხადებას კარგად ჩავუღრმავდებით შევხედავთ არა მხოლოდ მომავალ გეგმას, არამეს გავაანალიზებთ უახლოეს წარსულსაც, რას ელოდნენ და რა მოხდა.
ამ განცხადების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ იარსებებს მის გარდა სხვა ოპოზიცია. ანუ ნაციონალური მოძრაობა რაღაც მანქანებით ჩამოსცილდებოდა პოლიტიკურ ასპარეზს. როგორ შეიძლებოდა ეს განხორციელებულიყო?
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ კოალიციას ხელისუფლების ისე მიღების გემა როგორც ეს 1 ოქტომბრის შემდეგ მოხდა არ ჰქონდა. ხელისუფლების ხავერდოვნად მიღების შემთხვევაში, ის გეგმა ვარდება, რაც განცხადებაშია მოცემული, თუმცა დღეს მცდელობა ამის განხორციელების მაინც არის არის. ეს მაინც ინერციაა.
კოალიცია ხელისუფლების მიღების ნულოვან ვარიანტს განიხილავდა, ანუ რევოლუციას, რომლითაც ის ნულიდან დაიწყებდა თავის მოღვაწეობას.
ნულიდან დაწყების შემთხვევაში ოპოზიციის განადგურება უპრობლემოდ შეიძლებოდა. ჩატარდებოდა ახალი არჩევნები სადაც 90% მიიღებდა კოალიცია.
არც პარლამენტში და არც გარეთ პოლიტიკურ სივრცეში ოპოზიციის ადგილი აღარ იქნებოდა. მოხდებოდა უსწრაფესად ოპოზიციის განადგურება, როგორც ადგილობრივ სტრუქტურებში ასევე ცენტრალურ სტრუქტურებში.
ჩვენთვის უცნობია რევოლუციის მოხდენის როგორი გეგმა ჰქონდათ, მაგრამ ეს აუცილებლად გულისხმობს, როგორც სამოქალაქო დაპირისპირებას და არ გამოვრიცხავთ, რომ იქნებოდა გარედან ჩარევის შესაძლებლობა.
სწორედ ამ ვარიანტში ჰქონდა კოალიიის შეფს თავისი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა. რევოლუციის შემდეგ მოხდებოდა ტელევიზიების მიერ სასტიკი პროპაგანდა წინა ხელისუფლების დემონიზაციაზე, მოხდებოდა მასიური დაჭერები და სრული განადგურება ოპოზიციის, მათ შორის პრეზიდენტის.
ხელისუფლების ხავერდოვანმა მიღებამ მთელი გეგმა დააყენა ასე ვთქვათ ყირაზე. კოალიციას გაუჭირდა მთავრობის ფორმირებაც კი. დღეს უდიდესი პრობლემა აქვთ ქვეყნის მართვის.
გეგმა ტაატით ხორციელდება, თითქოს დაჭერები მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში კოალიციამ მიიღო სერიოზული ზეწოლა დასავლეთიდან აღნიშნულ რევანშზე, ასევე ის იძულებულია დაუბრუნდეს პოლიტიკური თამაშის წესებს, სადაც მისი პოზიციები საკმაოდ მყიფეა და ის დროში კიდევ უფრო მყიფე გახდება.
კოალიციამ მიიღო ძალიან ორგანიზებული, ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილების მქონე, დასავლეთში სერიოზული კავშირების მქონე ოპოზიცია. დროში ეს ოპოზიცია აუცილებლად გაძლიერდება.
პარლამენტში მას ჰყავს ძალიან სერიოზული ოპოზიცია, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილებით გამოირჩევა. შესაბამისად კოალიციის შეფის სურვილები და განცხადებები, რომ ის დაიკავებდა ყველა ნიშას პრაქტიკულად არის განუხორციელებელი. ოპოზიციის ნიშას მას არავინ დაუთმობს და ასეთ ფორმალურ პოლიტიკური თამაშის საშუალებას არავინ მისცემს.
ის იძულებული იქნება ითამაშოს მიღებული თამაშის წესებით ასეთ სერიოზულ ოპოზიციასთან, რომელსაც ექნება სერიოზული საინფორმაციო მხარდაჭერა (ტელევიზიები). მოტივირებული საზოგადოება, მოტოვირებული პარტია, რომლისთვისაც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია ცხოვრების მიზანია.
მას მოუწევს დასავლეთის სერიოზული პრესინგის მიღება დემოკრატიის განხორციელებაში, სასამართლოს დემოკრატიზაცია და ასევე სხვა თამაშის წესების იძულებითი განხორციელება.
ახალი ხელისუფლების ყველაზე სუსტი წერტილი არის დემოკრატიულ ფარგლებში პოლიტიკური თამაშის წესებში ჩაჯდომა. ის დღეს ცდილობს ამ წესებიდან ამოხტეს, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მისცემს.
არქიმანდრიტი რომანოზ შერმაზანაშვილი(გაგრძელება იქნება)
ილლუსტრაცია კუკრინიქსებისა:
მიმაგრებული სურათი