ბიძინა ივანიშვილი - 20 წლის შემდეგ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას
10:10 05-10-2013
ყველა დაპირება, რომელიც პოლიტიკაში ჩემი მოსვლიდან 2-3 წლამდე პერიოდზე იყო გათვლილი, უკვე შევასრულე, ახლა კი მოღვაწეობის 20-წლიან პერიოდს ვიღებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ოზურგეთში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელთაც კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პირადად წარუდგინა.
მისივე განმარტებით, ამ 20-წლიანი პერიოდის შემდეგ "ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას".
"ევროპული ტიპის ხელისუფლებას გიტოვებთ და ახლა 20 წლის მოღვაწეობას ვიღებ _ 20-წლიანი პერიოდი მექნება და 20 წლის შემდეგ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას"
20 წელი უნდა ამ კაცს საქართველოს მართვა