#34113685 · 28 Nov 2012, 22:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ყივჩაღის პაემანის ინტერპრეტაცია მჩირდება |
ინტერპრეტაცია თუ ხალხური ყივჩაღის პაემანი
შემომეყარა ყივჩაღი საზღვარს მუხრანის გზისასა, პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა. ხორცი მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი ხოხობისასა, ღვინო მთხოვა და ვასმიე, ვურჩევდი ბადაგისასა. ცოლი მთხოვა და ვერ მივეც, მიმყვანდა სიდედრისასა. ან კი ცოლს როგორ მივცემდი, შვილსა გაზრდილსა სხვისასა. ხელი მოჰხვია,აკოცა, მოზიდა ნაწნავს თმისასა, შესტირა საბრალო ქალმა: „ვაი ცოლს ცუდის ყმისასა!“ მეც გულმა ვეღარ გამიძლო, მოვზიდე ვადას ხმლისასა, უმალვე იმან დამასწრო, ელვასა ჰგვანდა ცისასა. მაგრამ დაუცდა მუხანათს, ვენაცვლე მადლსა ღვთისასა, ახლა მე შემოუქნივე, ვენდე მადლს ლაშრის ჯვრისასა. გავჭერი ცხენი და კაცი, წვერიც მომიხვდა ქვიშასა, არ იყო ღირსი,მოშორდა ცქერას ნათელის მზისასა, ცოლი სიდედრსა მივგვარე, ის კი იქა სჭამს ქვიშასა.
--------------------
Mens sana in corpore sano...
|