მოგესალმებით მეგობრებო, ძველო იუზერებო და ახლებო, ე.წ. მკითვხელებო და მპოსტავებო, ნაცნობებო და უცნობებო!
პომპეზური შესავალი გამომივიდა, თუმცა თემა ნაკლებად პომპეზური იქნება.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაორებული ვიყავი. ვფიქრობ თითქმის 2 თვეა უკვე და დღეს ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე საკუთარ თავში, უფრო სწორად დავრწმუნდი ორი ჰიპოთეზის სისწორეში:
1) არც ერთი მთავრობა არსად ჩემი მოსაწონი ვერ იქნება. ჩემი ბუნტისთავი ბუნებიდან გამომდინარე ვერ ვიქნები ვერც ერთი გუნდის უპირობო მეხოტბე და შესაბამისად, მიწერია მუდმივი ოპოზიციონერობა - უფრო სწორად, მუდმივად ანტი-სამთავრობო პოზიციაში ყოფნა. ეს ტრაგედიაა თავისთავად და მძიმე ხვედრი - წინასწარ ვგლოვობ

2) არ ვარ და ვერ გავხდები ნიშნის მომგები ტიპი. რამდენადაც ცუდი საქმე არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, მაინც ვერ ვდგები ნიშნის მომგებ პოზიციაში 'აბა, რა ეგონა?' რიტორიკით. მაინც ვუყურებ მას, როგორც ადამიანს, რომელსაც ჰყავს დედა, და, ძმა, შვილი და ა.შ. ალბათ უფრო ჰუმანური (ზოგისთვის სუსტი) აღმოვჩნდი, ვიდრე მეგონა. მართლა არ მეგონა, თუ ვიღაც ვიღაცეებს ან რაღაც-რაღაცეების მიმართ არ ვიტყოდი 'ღირსია'. დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გადასახადი უნდა გადაიხადოს კომპანიამ, თუმცა ეს ყველაფერი ფარულად თუ ღიად სიამოვნების კრუტუნს არ მგვრის და შემეცით.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მაგარი ტიპშა ვარ

სანამ დამასწრებთ, თავად ვაღიარებ
This post has been edited by *WTF* on 27 Nov 2012, 22:27