http://www.commersant.ge/index.php?id=13268ნტერვიუ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილთან
– რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2010 წელს „დექსუსთან“ ხელშეკრულება გაგეფორმებინათ?
– პრაქტიკულად, ახალი ხელისუფლების მოსვლამდე აკრძალული მქონდა ლაპარაკი და ინტერვიუების მიცემა. ასე რომ ეს თქვენთან პირველი ვრცელი ინტერვიუ იქნება. ახლა კითხვაზე გიპასუხებთ: მივიღეთ გადაწყვეტილება ძალიან მარტივი მიზეზის გამო. 2007 წლის საპროტესტო აქციების და 2008 წლის ომის შემდეგ ხალხის მიერ შემოტანილი ფულის ნაკადი შემცირდა 26 პროცენტამდე. შემოსასვლელი იყო 42 მილიონი აშშ დოლარი. 26 პროცენტი ჰყოფნიდა მარტო იმაში, რომ გვემუშავებინა სპეც.ტექნიკა და გადაგვერჩინა ობიექტები გაქურდვისგან იმიტომ, რომ მასალა დასაქონლებული იყო.