#34087689 · 26 Nov 2012, 23:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არქიტექტურული ჟურნალის MARK-ის 37-ე, 2012 წლის აპრილ-მაისის ნომერი მიეძღვნა საქართველოში განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს. ჟურნალი მდიდარია ვიზუალური მასალით და წარმოაჩენს ბოლო პერიოდში განხორციელებულ ისეთ არქიტექტურულ პროექტებს, როგორიცაა თეატრი რიყის პარკში, ბათუმის აკვარიუმი და ახალი პარლამენტის შენობა ქუთაისში. ჟურნალის ერთ-ერთ სტატიას, ისევე როგორც მთლიანად ნომერს, სათაურად შეერჩა Brand New Georgia, რაც სრულიად ახალ საქართველოს, ან მეორენაირად, ახალი საქართველოს ბრენდს აღნიშნავს. ამას გარდა, ნომრის სლოგანად შერჩეული იყო ფრაზა – “სააკაშვილი აღაშენებს ქვეყანას” (Saakashvili rebuilds a country)... საინტერესო ჟურნალია, მისი ვრცელი PDF-ვერსის (105 მბ) მსურველებმა მოწერეთ პირადში, გამოგიგზავნით E-mail- ზე.
This post has been edited by Giorgikutaiseli on 27 Nov 2012, 00:04
|