1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დარბევიდან 23 წელი გავიდა და ამ ისტორიული მოვლინასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალება დღემდე საქართველოს საზიანოდ ცრუობს. ამ 23 წლის განმავლობაში არცერთ ტელევიზიას და არცერთ გაზეთს ერთხელაც კი არ უხსენებიათ თუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით კონკრერეტულად ვინ დაიწყო 9 აპრილის შიმშილობა და კონკრეტულად ვინ გასცა ამ აქციის დარბევის ბრძანება.
აქ ვდებ 2 საათნახევრიან ვიდეოს რომელშიც სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სწორედ ამ საკითხზე კამათობენ. 9 АПРЕЛЯ 1989 ГОДА - МЕСТЬ ИМПЕРИИ ЗЛА
http://www.youtube.com/watch?v=AqnlFnGp1tY&feature=relatedაქვე მთელი პასუხისმგებლობის გრძნობით კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ 9 აპრილის შიმშილობა დამოუკიდებლობის მოთხოვნით დავიწყე კონკრეტულად მე ვაჟა მთავრიშვილმა და ამ აქციის სისხლიანი დარბევის ბრძანება კი გასცა მიხეილ გორბაჩოვმა. სანამ ქართველი ხალხი თავის ისტორიულ სიმართლეს არ დაიბრუნებს და სანამ სისხლიან ჯალათს მიხეილ გორბაჩოვს არ ჩამოერთმევა ნობელის მშვიდობის პრემია, ჩვენს ქვეყანას არაფერი არ ეშველება.
მე ხვალ მივდივარ გერმანიაში რათა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რიგით მოქალააქეებს 23 წლის შემდეგ მაინც გავაგებინო რომ 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედელი მიხაილ გორბაჩოვმა და ედუარდ შევარდნაძემ კი არა არამედ მე ვაჟა მთავრიშვილმა და ჩემმა თანამებრძოლებმა დავანგრიეთ. ამას გერმანელ ხალხს შევახსენებ იმიტომ, რომ ისინი მოვალენი არიან მადლიერების ნიშნად საქართველოსაც გამოუწოდონ ხელი. მე მათ ვთხოვ ამ ამბის მედიალიზებას და ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის ფინანსურ დახმარებას.
მსოფლიომ 23 წლის შემდეგ მაინც უნდა გაოგოს სიმართლე.
თენგიზ გუდავა რომელმაც ამერიკის სენატში საქართველოს მხარდამჭერი 1989 წლის 19 აპრილის რეზოლუცია გაიტანა, 2009 წლის 16 აპრილს მოკლეს პრაღაში და ჩეხეთის ხელისუფლებამ ეს მკვლელობა მიჩქმალა.
მე უკვე მრავალი წელია დღემდე საიდუმლო საშინაო პატიმრობაში ვიმყოფები პრაღაში. ჩეხეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა რომ მე იზოლირებული ვყოფილიყავი. თუმცა ამისი არავითარი უფლება არა ჰქონდათ. როგორც მოგახსენეთ ხვალ მე ვაპირებ გერმანიის საზღვრის გადაკვეთას და ყველანი იქნებით იმისი მოწმე თუ რას მოიმოქმედებენ. მათ ჩემი დაკავების არავითარი უფლება არ გააჩნიათ. ჯერ კომუნისტების მიერ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად (არჩევნების გარეშე) დანიშნული და სიკვდილის წინ კი მიშას მიერ მედლით დაჯილდოვებული ვაცლავ ჰაველიც ისტორიაში უნდა ჩაიწერეოს როგორც კაგებეს აგენტი.
http://www.youtube.com/watch?v=9seU-pLzbWMვინ აღარ მოითბო ხელი ჩვენს ნაბრძოლზე?
ახლაც ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ თუ ისევ დავაცდით 2013 წლის 9 აპრილს ქართველ ხალხს ისევ სიცრუეებით გაბერავს ყველა ტელევიზია.
ერო ჩემო ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ჯალათი იგორ როდიონოვი ხმების 96%-ით თქვენს მიერ იყო არჩეული დეპუტატად. ყველა სხვა ვინც თქვენ მას შემდეგ აირჩიეთ, ზვიადი იყო, ედიკა მიშა თუ ბიძინა როდიონოვიგან დიდად არ განსხვავდებოდნენ.
სადამდის უნდა იყოთ ამ სიცრუეში, მანამ სანამ სულს საბოლოოდ არ ამოგხდიან?!
მე შეიძლება მომკლან, შეიძლება ათასი რამ მიხიმანონ. იცოდეთ რომ მე ხაზზე ვარ და ყოველთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. თუ გერმანიის ჩემი ტური მშვიდობიანად ჩავლის, მერე უკვე პირდაპირ თბლისში მოვდივარ და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას დავიწყებ.
This post has been edited by mtavrishvili on 28 Nov 2012, 16:06
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili