ხელვაჩაურში კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბთან საარჩევნო კოორდინატორები კუთვნილი ხელფასის მისაღებად შეიკრიბნენ. თანხა ჯერ კიდევ არ აუღიათ, ამიტომ, მათ შტაბთან გზა გადაკეტეს.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ხელვაჩაურიდან იტყობინება,
შტაბში შუქი ჩაქრა. შეკრებილები ამბობენ, რომ შუქი სპეციალურად ჩააქრეს, ხელფასები რომ არ გაეცათ. ხელვაჩაურში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის ნუგზარ აბაშიძის თქმით კი, ეს ტექნიკური პრობლემაა და მოგვარებისთანავე, ხელფასების გაცემას დაიწყებენ.
კოორდინატორები აპროტესტებენ იმასაც, რომ სხვა რეგიონებში მათზე მეტს, 400 ლარს იღებენ, მათ კი მხოლოდ 150 ლარს დაჰპირდნენ.
კოორდინატორები შტაბთან, დილის ათი საათიდან, არიან შეკრებილი.
http://news.ge/ge/news/story/38420-otsnebi...farvas-itkhoven This post has been edited by FRIDRIX on 28 Nov 2012, 21:30