#34112264 · 28 Nov 2012, 20:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პლატინი: "მესი ღირსია ოქროს ბურთი კვლავ მან მოიპოვოს"
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ოქროს ბურთი (83, 84, 85) განაცხადა, რომ "ბარსას" არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ღირსია ეს ჯილდო კვლავ მას გადასცენ.
"რეკორდი იმიტომ არსებობს, რომ ვინმემ გააუმჯობესოს. თუ ოქროს ბურთს ლეო მოიპოვებს, იმსახურებს კიდევაც. ჯერ 25 წლის არის და დარწმუნებული ვარ, თავისი ნიჭით უფრო მეტად გაგვაოცებს", - განაცხადა პლატინიმ.
ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება, ევროპის ლიგა გაუქმდება
უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსიები. ცვლილებები 2015 წლისთვის იგეგმება და მიზნად ისახავს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების 32-დან 64-მდე გაზრდას, ასევე ევროპის ლიგის გაუქმებას.
"ახლა კონსულტაციებს ვმართავთ, რათა 2015- 2018 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალოს. ასევე განიხილება სხვა ვარიანტებიც, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას 2014 წელს მივიღებთ", - განაცხადა პლატინიმ.
მართლა მაგსი დედა #####ან. დროზე გააჯმევინეთ
|