_დახუჭე თვალები. ხედავ რამეს ?
_ყველაფერს ერთად ოღონდ ვერაფერს ვარჩევ.
_მოდუნდი და არ შეგშინდეს უჰაერობის.
_არც იმის , რომ სადაცაა გული წამივა ამ უჰაერო სივრცეში? განძრევა მაინც შემეძლოს ასე შებოჭილს ამ კუბოს დამაგვარ ადგილას. . .
_არ მიაქციო ყურადღება, უბრალოდ მოეშვი, თვალები დახუჭე და ყველაფრს დაინახავ, მკაფიოდ და გარკვევით. და აღარ შეგაწუხებენ ეჭვები, ვერც ყელში წაგავლებენ ხელს.
_ეგრეე იყოს, ასეთი ყოფილა ჩემი ცხოვრებისეული როლი, ახლა უკვე დაგვიანებულია რეჟისორთან წუწუნი და უკმაყოფილების გამოხატვა.
_რას ხედავ?
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენიმე წუთიანი სიჩუმე, ისეთი როდესაც წუთი საათს ემსგავსება , როდესაც არაფერი არსებობს , მარტო ხარ შენ და შენი ეემოცია. წუთიც და სცენაზე უნდა გახვიდე, ფარდის იქით სულ სხვა სამყაროა, შენც სხვა იქნები. . . გონება უნდა დაძაბო და უმნიშვნელო დეტალებზე გაამახვილო ყურადღება. თვალებს ვხუჭავ. . .
ჰაერს ვხედავ , აი თურმე როგორი ყოფილა , ბრჭყვიალა და ჭრელი, სულაც არ არის მსუბუქი, პირიქით მძიმეა, ალბათ დროდადრო დამძიმდა ჩვენით .
ქუჩას ვხედავ, ქუჩაში მანქანების ხმაური ისმის, პატარა და დიდ ბორბლებიანი, მოტორიანი ცხენები წინ და უკან დაწრიალებენ, შეუჩერებლად, თითქოს სადღაც ეჩქარებათ. (მე არ მიყვარს სიჩქარე. ბუნებრივია, მე ხომ არსად მეჩქარება . შემიძლია მთელი დღე გავატარო უსაქმურად და აუჩქარებლად, რამაქვს დასაკარგი)
მშენებლობის და ცემენტის სუნი ტრიალებს ჰაერში, ცათამბრჯენებს აშენებენ ისევ, უფრო მეტად რომ დაამსგავსონ ქალაქები კუბოებს (მძულს კუბოები. რა საჭიროა სიკვდილის შემდეგაც არ აძლვენ ადამიანს მოსვენების საშუალებას, ხომ შეიძლება იქ მაინც ვიყოთ თავისუფალნი? ! ) ვხედავ ამ აზიდულ შენობებს და მეშინია, ხომ შეიძლება ერთ დღეს ჩამოინგრნენ და წაგვლეკონ. ნუთუ ჩვენივე ხელით შექმნილი ქალაქები დაგვღუპავენ? ან რა გასაკვირია . . .
თუმცა რაზე ვფიქრობ , ისევ ქუჩას დავუბრუნდი, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი ბარის კარებს, აი უკვე ვაღებ კიდეც, ბარმენთან მივდივარ _ ერთი ჭიქა აბსოლუტი ლიმონით და წითელი მალბორო. . . (შემდეგ ალბათ გავიმეორებ)
აქ ბევრი ადამიანი ირევა, მაგრამ თითქოს არც არავინაა. ახლა ვინმეს უნდა დავაკვირდე და დროებით მისი ცხოვრება ამოვიცნო, გავითავისო, რატომ? უბრალოდ როლისთვის. თვალს მოვავლებ მაგიდებს და უკვე ვხედავ ქალს, თითქოს სპეციალურად აქვს შექცეული ზურგი ჩემთვის , რომ ყურადღება მიიქციოს, მუქი ლურჯი კაბა, ისეთი სადა რომ ყურადღებას იქცევს, მარტო ზის , ფინჯან ყავასთან ერთად და ეწევა. ნელნელა რაღაც მისკენ მეწევა. და აი უკვე გასაცნობად მივდივარ.
_გამარჯობათ
პასუხი არ არის, თვალებით მანიშნებს სკამისკენ. აი სე მარტივად, ალბათ საუბარი სურს, ხოდა რაღა ტაქსის მძღოლებს და ბარმენებს ესაუბროს.
ქალმა ღრმა ნაპასი დაართყა, თითქოს ვიგრძენი როგორ შთანთქეს ფილტვებმა ხარბად კვამლი, მერე ტუჩები მოკუმა, ფინჯანი ახლოს მიიტანა, შემდეგ ისევ ოდნავ გააღო, სული შეუბერა მოვალეობის მოხდის მიზნით , ისევ მოკუმა ტუჩები. მიყურებს.
_სად ხართ?
_კუბოში რათქმაუნდა.
_მე ცირკში ვარ.
_სასიამოვნოა.
_რა არის სასიამოვნო? ცირკი თუ ის რომ მეც კუბოში არ ვარ?
_ორივე და ალბათ არც ერთი.
_იცით , მეძავი ვარ.
_მოგილოცოთ?
_არ ვიცი , ჯერ ვერ გაადავწყვიტე. მოსალოცია რომ ვაღიარებ, მხოლოდ შედეგები მაშინებს. ალბათ გაგიკვირდათ ასე პირდაპირ რომ მოგახალეთ . ჯერ არც კი გამიცნოხართ. მაგრამ აბა რატომ უნდა მოგერიდოთ . ვითომ რამეს ვაშავებ ამ ჩემი სითამამით? მე ხომ თქვენი სახელიც არ მაინტრესებს, მთავარია ადამიანს გავხართ, რომც არ იყოთ მაინც, რა მნიშვნელობა აქვს , ხვალლ არც კი მოგესალმებით. აი ას მარტივად.
_არც ისე მარტივია. . .
_დამცინეთ?
_არ ვიცი
_ ახლა თქვენ ჩემი მოსმენა მოგიწევთ, ხომ თავად მობრძანდით. ყოველთვის ასეა... არ ინერვიულოთ , თავს არ შეგაწყენთ, პირიქით ალბათ გაგართობთ კიდეც. სიგარეტი ხომ გაქვთ? მე გამითავდა.
_მალბორო, მძიმე თუ არ იქნება თქვენთვის .
_სისულელეა მომეცით.
გავუწოდე , ერთი ღერი ამოაძვრინა თავისი გრძელი ოდნავ გაუხეშებული თითებით, სანთებელა თავადაც აღმოაჩნდა, მოუკიდა, პირველი ნაპასი ისევ ღრმად და ხარბად ამოქაჩა, კისერი მაღლა აწია, თავი ოდნავ გადაატრიალა, თმა ხელით ზევით გადაიწია, მომაშტრდა, თითქოს საგანგებოდ მოემზადა რაიმე რთული საქმის შესასრულებლად და ეხლა ზარის დარეკვასგა ელისო.
_თქვენი კუბოდან ცხოვრებას ხედავთ? პასუხი არ არის საჭჳრო რიტორიკული კითხვაა. ალბათ უფრო მეტსაც ხედავთ ვიდრე მე ჩემი ცირკიდან. ვიწრო სივრცეა, თვალებს დახუჭავთ და შეგიძლიათ ყველაფერზე იფიქროთ, ყველაფერი წარმოიდგინოთ და განიცადოთ. არავინ შეგაწუხებთ. ალბათ ადამიანი გარდაცვალების შემდგე სრულყოფილი ხდება. თქვენ რას იტყვით?
_არ ვიცი, არ შევხვედრივარ გარდაცვლი სრულყოფილებას.
_საკმაოდ ლამაზად გამოგივიდათ , გარდაცვალებით გასრულყოფილებული აჯობებდა მაინც.
_არც მაგათ შევხვედრივარ.
_ხო, მაგრამ ხომ შეიძლება წარმოიდგინოთ. აი ნახეთ, მე წლები გავლიე დედამიწაზე და აიიი უკვე კუბოში ვწევარ , წარმოიდგინეთ რადმენი თავისუფალი დრო, ხოდა რას გავაკეთებ ? ვიფიქრებ. ცხოვრების თითოეული წამის გაანალიზებას საუკუნეეებს მოვანდომებ. ეს იქნება ჩემი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. კარგი და ცუდი წამების შეფარდეებას გააჩნია. ბევრი ფიქრისგან სულელიც გაბრძენდება. ამიტომ მინდა მოგილოცოთ, თუ თქვენ ეხლა უკვე კუბოში ხართ გარდაცვალება აგარ გჭირდებათ.
_ღმერთო რა საინტერესო მხარე უპოვეთ ამ ჩემს კუბოს. მე კი უკვე გამოუყენებელი მეგონა. გარდაცვალება დაჭირვეებაზეა, აი როგორ გამაცინეთ. შესანიშნავია პირდაპირ.
_დიახ ზუსტად ამას ვცდილობდი. სასაცილონი არიან ადამიანები არა? მნიშვნელობა არააქვს რას აკეთებენ, რა საუბრობენ , როგორ ცხოვრობნ, ნბისმიერ სიტუაციაშჳ შეიძლება რაიმე სასაცილოს გამოძებნა. სასაცილონი არიან თავიანთი ბედნიერებებით, ცხოვრბისეული კატასტროფებით და ტრაგედიებით დანაცრისფერებული სახეეებით, ტკივილით, სიყვარულით, განცდბით, გადაუდებელი საქმეებით, თქვენი არ ვიცი მე მეცინება, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ რომ სხვებს დავცინი. მე ზოგადად ვიცინი, ალბათ იმიტომ რომ უსაქმური ვარ და სიცილის გარდა აბა სხვა რა ვაკეთო. საზოგადოების მასხარა. კლოუნი. თუნდაც იმიტომ რომ ახლა სრულიად უცნობი ადამიანის გამხიარულებას ვცდილობ. თქვენ ?
_მე სიცილი არ მიყვარს. ბავშვობიდან მეშინია ხმამაღალი სიცილის და კლოუნების.
_უცნაურია. როგორ მოახერხეთ ასე მალე მანდ მოხვდერა?
_ ვფიქრობ თქვენ ჩემს კუბოს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ. მე უბრალდ იმის თქმა მინდოდა რომ შემოქმედებითი კრიზისი მაქვს. თქვნც გსმეენიათ ალბათ, ყველასთან უყვარს სტუმრობა. ცოტა მომაბრებელი ტიპია, ისე მოიკიდებს ფეხს სულში რომ გაიძულბს ბარგი ბარხანაა ჩაალაგო ფა სადღაც კუთხეში მიიყუჟო, და ასეე გასუსული ელოდო როდის ინებებს წასვლას. სწორედ ამიტომ ვარ ეხლა კუბოში. ჩემი მომაბეზრებელი მეგობარი არ მაძლევს განძრევის საშუალებას.
_ოჰოო, აი თურმე რა ყოფილა. მერე როგორ უმკლავდეებით?
_საქმეც ეს არის რომ არანაირად, უბრალოდ ველოდები. ერთი კარგი თვისება აქვს, რაც უფრო დიდი ხანი რჩება, მით უფრო დიდი საჩუქარს ტოვებს წასვლისას.
_საჩუქარა?
_დიახ. წასვლისას დაგროვილ ფიქრებს და ემოციებს ერთად გიტოვებს სასაჩუქრე შეფუთვაში.
_ანუუ ნაწილობრივ მეთანხმებით? რომ კუბოში ყოფნა მომგებიანია.
_დიახ, ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ. ჩემი კუბოდან გამოსვლის შემდეგ მე არ დავბრძენდები. . . თუმცა ეშმაკმა უწყის.
_მესმის.
_ თქვენ მეძაობა ახსეენეთ. ეს სამსახური გაქვთ ესეთი თუ გატაცბა?
_ალბათ ორივე, მაგრამ უფრო სტილს დავარქმევდი.
_ვერ შეგატყეთ.
_ეს იმიტომ რომ არ აგიხსენით, ახლა შევეცდები აგიხსნათ, თავად განსაჯეთ.
_გისმენთ
_ ადამიანები სხეულით ვაჭრობენ . და ეს სასირცხვილოა. მაგრამ ყველა ადამიანი ვაჭარია , ყველა რაღაცას ყიდის, ზოგი უფრ ღირებულს , ზოგიც ნაკლებად ღირებულს. აი მაგალითად თქვენ... რა პროფეესიის ბრძანდებით?
_მსახიობი.
_გილოცავთ . თქვენც მეძავი ყოფილხართ. ნიჭს ყიდით.
_ვითომ?
_თქვენ მეტყვით რომ საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობთ, რომ ეს პროფესია კი არა თქვენი მოწოდებაა. მაგრამ აბა მითხარით განა ყვეელა როლი მოგწონთ? არა. რამდენჯეერ გაიძულათ რეჟისორმა ამა თუ იმ თქვენთვის არასასიამოვნო სცენის დადგმა. თქვენ კი ვალდებული ხართ შეასრულოთ მისი მითითებები, იმიტომ რომ ასე უფრო კარგად გაიყიდეებით.
_კარგით ექიმებზე, მასწავლებლებზე, ჯარისკაცეებზე რას მეტყვით?
_ ძალიან მარტივია, ჯანმრთელობით, ცოდნით, მშვიდობით ,მოვაჭრეები არიან.
გამოდის რომ მეძაობა არც ისე ცუდი პროფესიაა, თან ბოლოს და ბოლოს უძველესი და საჭირო. ძეგლიც კი უნდა დაუდგან.
_საინტერესოდ საუბრობთ. თქვენ რითი ვაჭრობთ?
_მე? მე ყველაფრით. ცხოვრებით, აზრებით, მუზებით, ფიქრებით, სხეულით... ყველაფრით რისი გაყიდვაც შეიძლება და შემიძლია. სასაცილო ვარ არა. არც ამაზე მიპასუხოთ, ესეც რიტორიკული კითხვაა. ისევ დაგესსხებით სიგარეტს.
_ინებეთ.
_ჩვეული ღრმა ნაპასი , თვალები მილულა, დაღლილის გამომეტყველება მიიღო სახეზე და გამარჯვებული ტონით წამოიძახა: აი სწორედ ამიტომ ვცხოვრობ ცირკში ! ამიტომ მიყვარს კლოუნები . მაცინებენ. ყველა კლოუნია და ერთმანეთს აცინებს. თქვენც კლოუნი ხართ, თქვენც ხომ მაცინებთ. აი თუნდაც ახლა როდესაც ესე გულისყურით მისმენთ და ცდილობთ ჩემი საუბრის ლოგიკას და არს ჩაწვდეთ . სისულელეა , არ არის აქ არანაირი ლოგიკა, თქვენ კი მისმენთ, აი როგორ გაგასულელეთ.
_გამასულელეთ? ვერ დაგეთანხმებით უფრო დამატყვევეთ.
_ეგ უკეთესია. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. გმადლობთ აუდიტორიისთვის და სიგარეტისთვის.
ნახევრამდე ჩასული მალბორო ”დააბიჩოკა , და ისე გავიდა დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი.
ასე დაბნეული ვიჯექი ალბათ ხუთი წუთი , შემდეგ ბარმენთან მივედი ანგარიშის გასასწორებლასდ. გამიცინა
_საინტერესო საუბარი გქონდათ?
_ვერ გტყვით
_არაუშავს ცოტა ხანში გამოჩნდება
_ვერ მიგიხვდით
ბარმენმა დაკვირვებით ამათვალიერა, შემდეგ თითქოს რაღაცას მიხვდა.
_აჰ თქვენ მას არ იცნობდით, მწერალია, შემოქმედებითი კრიზისი აწუხებს მგონი აგერ უკვე ორი თვეა. ყოველ დღე დადის აქ. უცნობებთან საუბარი უყვარს განსაკუთრებით, ალბათ ახალი წიგნისთვის მასალას აგროვებს.
_გასაგებია
გაოცება არ შევიმჩნიე ან მეგონა რომ არ შევიმჩნიე. გადავიხადე და ქუჩაში გამოვედი, იქ ისევ მშენებლობის სუნი იდგა, ჰაერიც ისეთივე მძიმე იყო.
. . . . . . . . . . .
ზუსტად ერთ თვეში წიგნების კიოსკთან ცავიარე, ჩემი ყურადღება ყვითელყდიანმა წიგნმა მიიპყრო, თვითონ წიგნმა კი არა სათაურმა _ ” მეძავები”
_გასაკვირია_ ჩავილაპარაკე ჩემთვის . გამყიდველმა კლიენტის სუნი იგრძნო , მაშინვე ღიმილით მითხრა
_ შესანიშნავი არჩევანია. სულ ახალი წიგნია. სხვათაშორის კრიტიკოსებიც აქებენ. ამბობენ დამატყვევებელიაო. აუცილებლად წაიკითხეთ.
_დიახ , დიახ, აუცილებლად.
. . . . . . . . .
წიგნი მეძავებზე იყო, ავტორი წერდა სხვადასხვა საზოგადოების ფენის, პროფესიის წარმომადგენლეებზე, რომლებიც საკუთარი ნიჭით, პროფესიებით , შესაძლებლობებით ვაჭრობდნენ. მართლაც დამატყვევებელი იყო, ზუსტად ისე როგორც იმ ქალის საუბარი ბარში. წერდა რომ თვითონაც მეძავი იყო და ახლაც ვაჭრობდა, საკუთარი აზრებით, ფიქრებით , მუზებით.
. . . . . . . . .
მე უკვე აღარ მაქვს შემოქმედებითი კრიზისი, ჩეემი მომაბეზრებელი მეგობარი დიდი ხნის წინ გავაცილე. ახლა სცენაზე ვდგავარ, ფარდის უკან, და სულმოუთქმელად ველოდები როდის გადაიწევა ფარდა. მთელი სხეულით ვგრძნობ როგორ მიყვარს ჩემი პროფესია, როგორ მწყურია იქ ხალხთან გასვლა და თამაში . თუ გნებავთ ამას მეძაობა დავარქვათ, მაგრამ საქმე ფულში არ არის, მე ჩემ ნიჭს აპლოდისმენტებში ვცვლი . და ზუსტად ასე ყოველი სპექტაკლის წინ მახსენდება ის ლურჯ კაბიანი ქალი, მთელი თავისი მონოლოგით. . . მე უკვე აგარ ვარ კუბოში , არც დავბრძენებულვარ , რათქმაუნდა. მაგრამ შენობების ჩამონგრევის აღარ მეშინია, მეძაობას არ მივიჩნვ ცოდვად, რაც არ უნდა იყოს ეს ჩვენი ცხოვრებაა.
ყველა ჩვენ-ჩვენ წარმოდგენას ვდგამთ. ზოგჯერ მოგიწონებენ , ზოგჯერ არა, ხან ტაშს გიკრავენ , ხანაც ზურგს გაქცვენ და ასე დაუმშვიდობებლად ტოვებენ დარბაზს. შენ კი დგახარ სცენაზე და ყველაფრის მიუხედავად გიხარია, რომ სპექტაკლმა ჩაიარა. ასეა მთლი ცხოვრება, მანამ სანამ გამოსამშვიდობებელ საღამოს არ მოგიწყობენ სცენაზე. მაშინ უკვე აღარც ბრაოს დაიძახებენ , აღარც ბისს, არც ფარდებს ჩამოუშვბენ. უბრალოდ იქნება აპლოდისმენტები , რომლებიც ჩვენ _ ცხოვრების მეძავებმა , ჩვენი გაყიდული შემოქმედებით დავიმსახურეთ.
. . . . . . . . .
გაახილე თვალები, იწყება. . .
* * *
ეს არის ჩემი ახლადგამომცხვარი ნოველა. იმედია თემას არ დამიხურავთ და წაიკითხავთ. კრიტიკა მაინტერესებს