მოკლედ, აი ასეთი რამ მოხდა...
გუშინ ძმაკაცებმა "ტინკი-ვინკი" ფართი მოვაწყეთ გოგირდის აბანოში, ლუდით და ამბებით, ოღონდ ცუდი არაფერი გვიქნია, პროსტო სარცხვენებს ვაქნევდით და განგნამ სთაილს ვმღეროდით

ხოდა რო გამოვედით საკმაოდ კარგ ხასიათზე ვიგრძენი თავი, არადა როგორც წესი, სამსახურის გამო ყოველთვის გადაღლილი და აღრენილი ვარ ხოლმე, ჰოდა აი ასეთ კარგ ხასიათზე ავიყვანე 2 ძმაკაცი ნუცუბიძის პლატოზე დავტოვე და წამოვედი ჩერეზ მასივი, დადიანზე უნდა დამეტოვა კიდევ 2, ჰოდა მასივში რო შემოვედი, ნაგვის ურნასთან შევანელე რო ცარიელი წყლის ბოთლი ჩამეგდო და რას ვხედავ, ნაგვის ბუნკერის სიახლოვეს წყვილი დგას და გახურებული ზასაობა მიდის, ნუ რავი, თითქოს სულში ჩამაფურთხესო უცებ, გაქრა ჩემი ძლივს მიღწეული კარგი ხასიათი და ღრენამ დაისაკუთრა ჩემში, არა განა იმიტო რო ვინმესი შემშურდა, როგორც ეხლა რამდენიმე
გენიოსი დაპოსტავს, უბრალოდ რა პონტია, ნაგვის ბუნკერთან დგეხარ და ზასაობ, ყველაფერს ხო საზღვარი აქ არა? ბოლობოლო თვალს მაინც მოეფარე ხო?
გზის პირასვე იდგნენ თან, ჰოდა ავდექი და გაზის პედალს ისეთი ძალით ჩავაჭირე რო ლავაშივით მიმაწება მომენტალურად სავარძელს (აქვე დავძენ რო ჩემ მაცივარს საკმაოდ დიდი ხმა აქვს) და თან ცალი თვალი უკან ხედვის სარკეს მივაბყრე, აი სანახაობა ეგ იყო, უეცარი შიშისგან ერთმანეთში აიხლართნენ და ისევ თითქოს კარგ ხასიათზე დავდექი....
არა აი პროსტო ამიხსენით რა, რატო უნდა იზასაო გზის პირას, ნაგვის ბუნკერის გვერდით? არა, არც მენტალიტეტზე მაქ საუბარი და არც რაიმე სხვაზე, მე ზოგადად მორალს ვუსვამ ხაზს, ხო არსებობს არა რაღაც ზღვარი რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ?! კაი, ბოლობოლო სხვა თუ გკიდია საკუთარ თავს მაინც ეცი პატივი ხო? ნაგვის სუნი მაინც არ გაწუხებს ადამიანო?