#34120062 · 29 Nov 2012, 12:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკური დევნააო ისტერიკა გაქვთ ნაცებს და იქნებ ერთი გვარი მაინც მიმითითოთ ვინც პოლიტიკური ნიშნით ან იდევნება, ან დააპატიმრეს და დეტალებიც დაწერეთ და მე პირადად მხარს დავუჭერ ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით დევნილის გათავისუფლებას.
შევწუხდი, ნუთუ ვინმე კიდე იდევნება პოლიტიკური ნიშნით, მე ვფიქრობდი, რომ 1 ოქტომბრის მერე ეს აღარ ხდებოდა და თუ ეს მართალია ყველა უნდა დავირაზმოთ ამის წინააღმდეგ.
მოგიწოდებთ ნაციონალებს დავიწყოთ აბა ჩამოთვლა. როდის დაიჭირეს, რომელი ოპოზიციური პარტიის წევრია, რაზე დააკავეს, რას აბრალებენ, რომელი არასამთავრობოები ცნობენ პოლიტიკურ დევნილად, რა სახის ზემოქმედება მოხდა მასზე, რომელმა საერთაშორისო არასამთავრობომ ცნო პოლიტიკურ დევნილად და ასე შემდეგ.
პ.ს. თუ ვერ დაასახელებთ და დეტალებსაც ვერ დაწერთ, ჩემი რჩევა იქნება ნუღარ ვიშვიშებთ. გარდა მაგისა თუ სია არ გაქვთ და მხოლოდ სტატიებს იშველიებთ, გამოდის, რომ უსაფუძვლო სტატიებია და თქვენი და ჩემი ფულის უსაფუძვლო ხარჯვის შედეგად მოხდა მათი დღის სინათლეზე გამოსვლა და თქვენი მხრიდან ამ ფაქტის სიხარულით აღნიშვნა სულ ცოტა არაპრაგმატულია.
|