#34120156 · 29 Nov 2012, 12:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო.
ინტერნეტ სივრცეში ამ ორი ლექსის აუდიო ვარიანტებს თუ მომიძებნით ძალიან დამავალებთ.
1.მორის ფოცხიშვილის აღსარება ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს შენ კი არა და არ გაგეცინოს, ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ღამე ბალიშზე არ დაგეძინოს. ხომ შეიძლება მომავლის გარდა გარდასულ დღეთა სხივზე იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო,მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო. ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს, მერე უბრალო შუქი გამოდგეს, ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ, გიხაროდეს და არ გიხაროდეს. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად, გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ, ეს ყველაფერი ხომ შეიძლება. მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს, მერე ეჭვები არ გვასვენებენ და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ. ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო, წყალში იდგე და მაინც იწვოდე, ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ შენი სიცოცხლის ყველა სისწორე. თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ ცამდე მართალმა ვეღარ იმართლო, სიბრძნის კარამდე ისე მიხვიდე, რომ უმეცრების გიჟად ჩაგთვალონ. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად, გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ, ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.
2.მინდა როგორმე გადაგივიწყო და მაინც ისეევ მოვდივარ შენთან. მსურს შეგიძულო, მაგრამ ეს გული შენი აჩრდილით სუნთქავს და ფეთქავს.
მინდა როგორმე გადაგივიწყო, მაინც ჩემს გზაზე ენთები მზისებრ. მეგონა სხვაზე ვფიქრობდი ახლა, თურმე შენს სახელს ვახსენებ ისევ.
ღამეში, მწუხრში, ცისკარში, მზეში ცდუნება შენი ვერაფრით ვძლიე... გაგირბი... მაგრამ ისევ შენ გეძებ, მძულხარ... და მაინც მიყვარხარ ძლიერ
წინასწარ მადლობა
|