29.11.2012
როგორ აწამეს და მოკლეს პოლკოვნიკი თეთრაძე - პროკურატურა ახალაიას, ქარდავასა და "ქილერა" მუხაძის შემზარავ დანაშაულს იძიებს
შალვა ხაჭაპურიძე - "გენერალურ პროკურატურაში 110 კაცი მკვლელობის საქმეზე მოვითხოვე გამოძიების დაწყება, რომლებიც მოკლული იქნენ პოლიციელების მიერ"
* * *
როგორ აწამეს და მოკლეს პოლკოვნიკი თეთრაძე - პროკურატურა ახალაიას, ქარდავასა და "ქილერა" მუხაძის შემზარავ დანაშაულს იძიებს
"გლდანის ციხეში გარდაცვლილი ომის ვეტერანის და ყოფილი მზვერავის, სერგო თეთრაძის საქმის გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავიდან დაიწყო. ამის შესახებ გუშინ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები, რომლებიც მე-8 დაწესებულების დირექტორ ალექსანდრე მუხაძესა და სხვა თანამშრომლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მისივე თქმით, საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაიკითხა მრავალი მოწმე - მე-8 საპყრობილის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები და მე-18 დაწესებულების მორიგე ექიმი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორ აწამეს და მოკლეს პოლკოვნიკი / პროკურატურა ახალაიას, ქარდავასა და "ქილერა" მუხაძის შემზარავ დანაშაულს იძიებს.
"საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსანდრე ტერაშვილმა უჩვენა, რომ მე-8 საპყრობილის სარეჟიმო სამსახურის უფროსის ოლეგ ფაცაციას და იმავე დაწესებულების თანამშრომლის ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით, მან და პატიმარმა სისაურმა თეთრაძის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სცემდნენ 15-20 წუთის განმავლობაში, რის შედეგადაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გარდაიცვალა", - აღნიშნა კბილაშვილმა, რომლის განმარტებით, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა დანაშაული დაფარეს და სამხილები გაანადგურეს, საქმესთან დაკავშირებით მისცეს ცრუ ჩვენებები, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა არასრული და ზედაპირულია. თეთრაძესთან ერთად დაკავებული პირების ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ საქმეში კიდევ რამდენიმე უცნობი დეტალია, თუმცა გახმაურებისგან თავს იკავებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქმის ყველა დეტალის თქმის არც საშუალება მაქვს და ვთვლი, რომ არც არის საჭირო. გამოძიება მიმდინარეობს და თეთრაძესთან ერთად დაკავებული პირები - ისინი, ვისაც თავის დროზე საკუთარ თავსა და თეთრაძეზე დააბრალებინეს, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ცოცხლები არიან და იკითხებიან. ჰყვებიან, როგორ მოხდა მათი იძულება, რომ სერგო თეთრაძე ჯაშუშობაში დაედანაშაულებინათ. გამოძიების მასალებს გრიფი "საიდუმლოდ" არ ადევს, თუმცა ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიებას დააზარალებს. ეს ადამიანები მოქმედი და ყოფილი სამხედრო პირები იყვნენ. პოლკოვნიკ ლონდარიძეს, რომლის ჩვენების საფუძველზეც თეთრაძე დააკავეს, ყველაფერი ათქმევინეს წამების, გაუპატიურების ინსცენირების და რეალური მუქარების შედეგად. ამაში უშუალოდ მონაწილეობდნენ მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია, ასევე სხვა პირებიც. რომელთა მას ამოცნობა დღესაც შეუძლია, პირადადაც იცნობდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.
"ასე მოხდა სრულიად შემთხვევით თეთრაძის დადანაშაულება. მიუხედავად იმისა, რომ თეთრაძე უკვე რამდენიმე წელია პენსიაზე იმყოფებოდა და შეხება ჯართან არ ჰქონდა. ყველა საინტერესო კი ის არის, რომ "ჯაშუშურ" თუ "ტერაქტულ" საქმეებს გრიფი "საიდუმლოდ" ედო , მიუხედავად იმისა რომ მასში საიდუმნლო არაფერი იყო. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ადვოკატებისთვის აეკრძალათ ინფორმაციის გამჟღავნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სს პასუხისმგებლობა მოელოდათ - ამიტომ ვერც ერთმა არასამავრობო ორგანიზაციამ საქმის მოკვლევა ვერ მოაეხერხა. რაც მთავარია - დაკავებულ პირებს ადვოკატები არ ჰყავდათ და ხელისუფლების მიერ დანიშნული ადვოკატი აწარმოებდა საქმეს. ხელი მოეწერა საპროცესო შეთანხმებას - 6-6 წელი მიუსაჯეს ყველას, 3 - პირობითი, 3 - მოსახდელი, თეთრაძე მე-8 საპყრობილეში აწამეს, თუმცა ლონდარიძის წამება თავდაცვის სამინისტროში მოხდა, რასაც ალექსანდრე მუხაძე, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა ესწრებოდნენ. დათა ახალაია მერე მივიდა - "კეთილი პოლიციელის" როლის შესრულება ჰქონდა ჩაფიქრებული: ლონდარიძეს ეუბნებოდა - "ხომ იცი, რა გიჟია ჩემი ძმა, აღიარე რასაც გეუბნებიან, თუ არა მოგკლავენო", - განაგრძობს ადვოკატი.
"მუხაძე თავდაცვის სამინისტროში ექიმად მუშაობდა და მე-8 საპყრობილის დირექტორიც იყო. მან გაუკეთა ნემსი ლონდარიძეს. დღეს შეიძლება კბილაშვილმა მათი გვარები იმიტომ არ ახსენა, რომ უშუალოდ თეთრაძის წამების საქმეში არ მონაწილეობდნენ. მაგრამ დანარჩენების წამების საქმეში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღოდათ, ეს უკვე ცალკე ბრალდების თემა იქნება, როდესაც დასრულდება ჩვენებების მიცემა და სხვა მტკიცებულებების მოპოვებაც, კიდევ ერთი ბრალის წაყენება მოხდება ახალაიას, ქარდავას და მუხაძის მიმართ. საქმეში არის უცნობი დეტალები და ეს ცნობილი გამოძიების მსვლელობისას გახდება", - დასძენს გელა ნიკოლაიშვილი.
შალვა ხაჭაპურიძე - "გენერალურ პროკურატურაში 110 კაცი მკვლელობის საქმეზე მოვითხოვე გამოძიების დაწყება, რომლებიც მოკლული იქნენ პოლიციელების მიერ"
"ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს ის ნეობოლშევიზმი, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველებმა 8 წლის განმავლობაში ვიხილეთ 21-ე საუკუნეში. ეს ნეობოლშევიზმის ნარჩენები კვლავაც აგრძელებენ თავიანთ ძირგამომთხრელ საქმიანობას... ეს ტრაგედია ერისთვის იყო საშინელება. ეს იყო ნეობოლშევიზმის უნიკალური მაგალითი - მომავალ პოლიტოლოგებს, სტუდენტებს მთელ მსოფლიოში უნდა ასწავლონ, სახელმძღვანელო უნდა დაიწეროს და დარწმუნებული ვარ, დაიწერება კიდეც - როგორც მე ვიცი, 2-3 ადამიანი უკვე მუშაობს ამ თემაზე. მთელი მსოფლიოს პოლიტოლოგების და ისტორიკოსების განხილვის საგანი უნდა შეიქმნეს", - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა ხაჭაპურიძე: "ჟვანიას საქმე ბევრს გადაიყოლებს" / რატომ არ არის საშიში ამნისტია.
"უზარმაზარი შანსი არსებობს, რომ გაიხსნას ჟვანიას მკვლელობა - ჟვანია რომ მოკლულია, პირადად მე ამაში ეჭვი არ მეპარება. არა მარტო გირგვლიანის საქმის გამოძიება დაიწყო - მოდით, პირდაპირ ვთქვათ რა, - მე წინა კვირაში შევიტანე გენერალურ პროკურატურაში საჩივარი, სადაც 110 კაცის მკვლელობის საქმეზე მოვითხოვე გამოძიების დაწყება - ეს ის 110 ადამიანია, რომლებიც უშუალოდ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გზით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით და არაადეკვატური ძალის გამოყენებით მოკლული იქნენ პოლიციელების მიერ - დაკავებისას ცემისას და ა.შ. ყველა ეს ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული. ამ ყველაფრის გამოძიება, ისტორიისთვის ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის არის აუცილებელი. პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო და შსს უზარმაზარ სამუშაოებს ატარებენ. თითოეული ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.
"დასავლეთი იმდენად ცივილიზებული და განვითარებულია, მათ წარმოდგენაც არ აქვთ და გაკვირვებულნიც კი რჩებიან, როდესაც იგებენ, საქართველოს ხელისუფლების მაშინდელ მაღალჩინოსნებს რა საშინელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. შეიძლება ფიქრობენ, რომ წარმოუდგენელია ამ ხალხს ეს დანაშაულები ჰქონდეთ ჩადენილიო - ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთადერთია - ობიექტური გამოძიება და სამართლიანი სასამართლო. ობიექტური გამოძიება ხდება, სასამართლოზე კი რა მოგახსენოთ, ჯერჯერობით ის კვლავ ნაციონალების ხელშია. ძმები კუბლაშვილები განაგებენ სასამართლოს, მაგრამ მალე ესეც გამოსწორდება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება, ჩვენი დასავლელი პარტნიორი საყვედურს კი არა, მადლობას გვეტყვის, რადგან ეს არის 180 გრადუსით შემოტრიალება დემოკრატიისკენ, ცივილიზაციისკენ და გასვლა იმ ორბიტიდან, რასაც ნეობოლშევიზმი ჰქვია", - მიიჩნევს ადვოკატი.
"ნაციონალებმა ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეცდომაში შეიყვანეს. ნიკა გვარამიას რომ მიიყვან და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად დანიშნავ, კაცს, რომელიც გენერალურ პროკურატურაში ფილმების გადაღებით იყო დაკავებული. ჩვენ ეს ფილმები არ დაგვიწყებია... ამ ხალხმა 21-ე საუკუნეში გენოციდი მოგვიწყო მთლიანად ქართველ ერს. მათ ჩვენი ბიუჯეტიდან დიდი თანხები მოიპარეს და ახლა ამას ლობისტურ კომპანიებში ხარჯავენ, ვითომ უმრავლესობის საწინააღმდეგოდ და სინამდვილეში სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. რა, ახალაია არ არის დამნაშავე? 26 მაისს კანონი არ დაირღვა? 7 ნოემბერს კანონი არ დაირღვა? ამდენი ადამიანის ქუჩაში ჩახცრილვის დროს კანონი არ დაირღვა? რომელი ერთი ჩამოვთვალო. პენსიონერს რომ 100 ლარი ჰქონდა პენსია და გუბერნატორს 30 000 ლარი თვეში, ამით კანონი არ ირღვეოდა?" - დასძენს შალვა ხაჭაპურიძე და შეკითხვას - "იმედია, დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით არ მიუდგება ჩვენს ქვეყანას" - პასუხობს:
"საქმე რაშია იცით? სააკაშვილის და მთელი მისი გუნდის მოღვაწეობა პიარზე იყო აგებული, პიარი იყო მათთვის მთავარი. ივანიშვილისთვის კი მთავარი არის საქმის კეთება, საქმეს ჩუმად აკეთებს და მინდა გითხრათ, რომ უზარმაზარი საქმე კეთდება, თავიდან ეწყობა საქართველო. ესენი კიდევ გამოდიან და სისულელეებს ყვირიან. პირადად მე მეცინება, იმდენად საცოდავები არიან, ბაჩო ახალაიას ცოტნე დადიანად გამოცხადებისა არ იყოს..."
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...3-29112012.htmlამ ნაძირლებისთვის სამუდამოც კი ცოტაა.
ვინც ამ ხალხს აპრავებთ ტქვენ მათზე ამაზრზენი ხართ.
თქვენ ტუ არა თქვენი მოდგმა აგებს პასუხს.
გეშინოდეთ!
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა