ბოლო ათი დღეა, კრიმინალურ ამბებს რომ ვკითხულობ, ეჭვმიტანილთა მხოლოდ სახელები მხვდება ხოლმე. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორია ეს თუ არა? » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
======================================================
შსს-ში აცხადებენ, რომ პირადი ჩხრეკისას ავთანდილ ა-ს
ერთი „ბაში“ ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი" აღმოაჩნდა. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ავთანდილ ა-ს დაკავების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის შედეგად, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს კიდევ ერთი პირი - აზერბაიჯანის მოქალაქე, სუმგაითის მკვიდრი სულთან ბ.
======================================================
სამართალდამცავებმა მკვლელობის ფაქტი გახსნეს. შსს-ს ცნობით, 28 ნოემბერს ჩატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიების შედეგად კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ელგუჯა კ. დააკავეს.
======================================================
თბილისში ტაქსის დაყაჩაღების ფაქტი დაფიქსირდა. შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა 25 წლის ხვიჩა ხ. და 22 წლის გიგა ფ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ეს პირები გლდანი-ნაძალადევის რაიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილზე ტაქსის მძღოლს ყაჩაღურად დაესხნენ თავს, ცივი იარაღით დაემუქრნენ და 120 ლარი გამოსძალეს