28 ნოემბერს, ჩატარებული სამძებრო- ოპერატიული ღონისძიების შედეგად შსს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის ბრალდებით ელგუჯა კ. დააკავეს.
1998 წლის 21 თებერვალს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ელგუჯა კ. -მ ურთიერთშელაპარაკებისას სიდედრი 1928 წელს დაბადებული ნაზი ჯახუა მოკლა. შემდეგ, მეუღლის, 1973 წელს დაბადებული მაია კ.-ს დახმარებით, ლეიბის პირში გახვეული გვამი თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში ჩამარხა და კვალის დასაფარად აღნიშნულ ადგილზე სველი წერტილი გააკეთა.
დაკავებისას ელგუჯა კ.-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა და სამართალდამცველებს ნანა ჯახუას გვამის ზუსტი ადგილ სამყოფელი მიუთითა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებამდე ელგუჯა კ. -თავს არიდებდა ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებას, შემდგომში მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და დანაშაულში მხილების თავიდან აცილების მიზნით.
საქმე აღიძრა სსსკ 108-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=3631ლოლ
ის სასტავი დათაგეთ, ბებიაჩემს კატა გაექცა და ღარიბამ ციხიდან რო ქურდი გამოაპარა, იმის მოპარული იქნებაო და ნაცმოძრაობასთან ერთად რომ ვიშვიშებენ ხოლმე მერე