“მე ამისგან გავაკეთებ!”
ბატონო ბიძინა, ტელეკომპანია მე-9 არხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, და ასევე, თქვენს წინაშე არსებული დილემებისა და თქვენი ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც მედიას ეხებოდა, მოგმართავთ კონკრეტული შემოთავაზებით.
ეს არის ამონარიდი იმ ინტერვიუდან, რომელიც თქვენ “ლიბერალს” 2012 წლის ივლისში მიეცით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
“(პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ)არ მივდივარ საქართველოდან, მაგრამ არ მინდა, პოლიტიკოსი მერქვას. მე იქ მივდივარ, სადაც ქარიშხალია, ეს საზოგადოებრივი განვითარებაა. ჩვენ აღარ უნდა ვიძახოთ, - აბა, როგორი კაცი მოვა?! ერთ კაცს არ უნდა ველოდოთ. ხალხი უნდა გავაძლიეროთ, ისე, რომ ჰქონდეს უნარი, სწორი არჩევანი გააკეთოს. უახლოეს დროში შევქმნით კრიტიკულ მასას, რომელსაც პოლიტიკური ელიტა გაუწევს ანგარიშს. საზოგადოება იმასაც დაინახავს, რომ ოპოზიციაში ყოფნაც საინტერესო იქნება. პარლემენტში ძლიერი ოპოზიცია უნდა იყოს, თუ დასჭირდათ, მათაც დავეხმარები ერთჯერადად, ისე, რომ ჩემზე დამოკიდებული არ გახდნენ. პოლიტიკური ოპოზიციის გარეშე სამოქალაქო სექტორს გაუჭირდება ხელისუფლების ოპონირება. სამოქალაქო სექტორში ერთად ჩავდგეთ, მედია გავათავისუფლოთ, და ეს ყველაფერი სწორ ფუნდამენტს ჩაყრის. მაგრამ შემდგომ არჩევნებამდე ხელისუფლება და ოპოზიცია უჩემოდ უნდა განვითარდნენ. შემდეგი არჩევნები ამის კარგი მაგალითი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ შემდეგ არჩევნებზე ევროპულთან მიახლოვებულ დონეს ვაჩვენებთ და ეს ჩემი მოღვაწეობის ლაკმუსის ქაღალდი იქნება.”
სწორედ თქვენს მიერ დეკლალირებული სურვილებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, გთავაზობთ “მე-9 არხი” სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მოგვყიდოთ ჩვენ, ჟურნალ “ლიბერალის” საგამომცემლო ჯგუფს. ჩვენ უკვე 8 წელია ვმუშაობთ ქართულ მედია-ბაზარზე და არაერთი ფინანსური, პოლიტიკური თუ ადამიანური გამოწვევის მიუხედავად, შევძელით შეგვენარჩუნებინა რეალური დამოუკიდებლობა და მაღალი პროფესიული სტანდარტები. ჩვენი გამომცელობა ასევე აქტიურად მონაწილეობს მედია გარემოს გაუმჯობოსებასთან დაკავშირებულ პროცესებში.
ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ვუზრუნველყოფთ “მე-9 არხის” დამოუკიდებელ, “ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად” გარდაქმნას, და არა მის დასუსტებას, დაშლასა თუ პოლიტიკური გავლენების არეალში მოხვედრას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზოგადად მედია-ბაზრის გაჯანსაღებას.
ჩვენ გვაქვს ხედვა, რა მექანიზმები უნდა ავამუშავოთ ამისათვის.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად მედია-გარემოს და მედიის გაძლიერება, და არა დასუსტება, იმედია, განიხილავთ ამ შემოთავაზებას და საშუალება გვექნება დეტალურად განვიხილოთ ეს წინადადება თქვენთან.
“ყველაზე დიდი რისკი ჩემზეა, თუმცა ცოტ-ცოტა ყველამ გავრისკოთ, ეს რისკი რისკად ღირს” - ისევ თქვენი ციტატა რომ მოვიშველიოთ, ეს ჩვენი წილი რისკია.
პატივისცემით,
შორენა შავერდაშვილი
30 ნოერმბერი, 2012 წელი
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/113350/ჩემი აზრით ეს სწორედ ის ლაკმუსის ქაღალდი იქნება რაზეც ბიძინა საუბრობდა... ჟურნალი ლიბერალი ერთ-ერთი ზუსტად კარგი ჯგუფია რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა ნაცმოსაც და ოცნებასაც!
მიცეს 1 ლარად მე-9 არხი დასავლურ ღირებულებებზე მოაზროვნე გუნდს!
პ.ს. ისე რა საშინელი ფოტო ატვირთეს
This post has been edited by MacBook on 1 Dec 2012, 03:27