პირობითი სასჯელი 20 ათასამდე პრობაციონერს მოეხსნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში სამინისტროს კომისია აგრძელებს მუშაობას, რომლის გადაწყვეტილებითაც, გასულ თვეში პირობითი სასჯელი 3.800 პატიმარს მოეხსნა და კომისია ამ მიმართულებით კვლავ აგრძელებს მუშაობას.
მინისტრის ინფორმაციით, ჯამში საქართველოში 37 ათასი პრობაციონერი იყო და ამნისტიასთან ერთად, 20 ათასამდე ადამიანს მოეხსნება პირობითი სასჯელი.
სოზარ სუბარი #5 რუსთავის ქალთა დაწესებულებაში იმყოფება.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...moekhsneba.html This post has been edited by lasha_alo on 1 Dec 2012, 14:22
მიმაგრებული სურათი