მოგესალმებით.
კლვლავ გასაჭირში ვარ.

ესეიგი 2 დღეა აღმოვაჩინე, რომ მარჯვენა ხელზე სადაც თითი მთავრდება, შუა თითზე კანის ქვეს, ზედ ძვალზე რაღაც რგვალი ამომებურცა. სურათზე ზუსტადაა მოთითებული რა ადგილასაცაა და ზუსტად მაგ ზომისაა როგორც აქაა:

ადრე არ მქონია ჩემი აზრით. ვარჟიშის დროს დამიზიანდა მგონი რაღაც.

2 თვეა არ მივაჯიშია და ნუ საკმაოდ დიდი დატვირთვა მივიღე უცებ 1-2 დღეში. კუნთებიც მტკიოდა მაგრამ ნუ იმან გამიარა და ეს აღმოვაჩინე.
იმენა ამობურცულია კანის ქვეშ, არც მაზოლია არც გაუხეშებული კანი. ტკივილით არ მაწუხებს მაგრამ ექიმთანაც ვერ მოვახერხე მისვლა გადატვირთული გრაფიკის გამო. ხელს რომ ვადებ რაღაც ხრტილივითაა მაგარი არაა, რომ ვაწვები უსიამოვნო შეგრძნებაა და ოდნავ მტკივასავით.
სახსრების პრობლემები არასდროს მქონია არც ხელზე არც ფეხზე, ეს რა ჯანდაბაა ვერ ვხვდები. ზოგი მეუბნება მყესი გაქვს გაწყვეტილიო, ზოგმა მყესი დაჟეჟილიაო, ზოგმა ამოვარდნილიო თითიო (არა და აშკარად იქ არაა სახსარი სადაც ეგ მაქვს), ზოგმა მოტეხილი გაქვს თითიო.

თითის მოხვრისას არ მიშლის, არანაირი დისკომფორტს არ მიქმნის, ერთი ვარჯიშის შემდეგ ოდნავ მტკივასავით.
This post has been edited by lacrimos on 30 May 2009, 03:10