მოშე: ისრაელის საელჩომ საქართველოში მისია ამოწურა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) მიიღო გადაწყვეტილება პალესტინისთვის ავტონომიის გაფართოების და სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ოფიციალური ისრაელი კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ.
გაერო -ს მიერ პალესტინისთვის ახალი სტატუსის მინიჭებას 138 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, ხოლო 41 სახელმწიფომ თავი შეიკავა, ხოლო 9 -მ წინააღმდეგ მისცა ხმა.
საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პოზიციას „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი აჟღერებს და მისი თქმით: საქართველომ პალესტინის ახალ სტატუსზე რეზოლუციას მხარი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაუჭირა.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს ქართულ-ებრაული ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე:
„მე რომ ვყოფილიყავი ისრაელის ელჩი საქართველოში დაუყოვნებლივ დავტოვებდი თანამდებობას, ვინაიდან ჩავთვლიდი, რომ საქართველოში ჩემი მისია ამოწურულია. იმის ნაცვლად რომ ორ ქვეყანას შორის კეთილგანწყობა შენარჩუნებულიყო, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ორი მიმართულებით უნდა გვეთანამშრომლა აქტიურად, ეს არის - სახალხო დიპოლომატია და ბიზნეს-პარტნიორობა. დღეს ძალიან მნიშვენლოვანი იყოს საქართველოს და ისრაელის თანამშრომლობა, მაგრამ მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ გართულებებია მოსალოდნელი.“
P.S. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ საქართველოს მთავრობას არც აფხაზეთის და სამაჩაბლოს „ახალი სტატუსის“ აღიარება გაუჭირდება. ისრაელის მაგალითზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ასე „დიპლომატიურად“ აპირებს სახალხო დიპლომატიის მშენებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
http://mayabasaria.weebly.com/5/post/2012/12/21.htmlP.S. როგორც სულმნათი ჯაბა იტყოდა-,,უპონტავს საპონტავად რატომ ვიხდით''?