GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3356
წევრი No.: 144444
რეგისტრ.: 14-March 12
|
#34174588 · 3 Dec 2012, 16:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არსებობს ისეთი რამ, რასაც სამართლიანი ომი ჰქვია? დისკუსია რელიგიაზე, რელიგიურ ომებზე, და სამართლიანი ომის დოქტრინაზე. პოლ კოპანის მიერ
რომელ ჩვენგანს არ მოუსმენია მტკიცება, რომ “რელიგიებს მივყავართ ომებისაკენ”? ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი ის საომარი კამპანიები, რომლებიც ტარდება შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ისლამის სახელით. ქრისტეს სახელით ჯვაროსნები ლაშქრობდნენ და ცდილობდნენ უკან დაებრუნებინათ ის მიწები, რომლებიც ადრე ქრისტიანობის გავლენის ქვეშ იყო. 16 და 17 საუკუნეებში (1550-1650 წწ) ევროპაში, ომებმა პროტესტანტ და კათოლიკე მმართველებს შორის, ასევე დიდი სისხლისღვრა მოიტანა. ხშირად ხდებოდა აგრეთვე ებრაელების ცარისტული პოგრომები (დარბევები), რომლებსაც თან რელიგიური გამართლება სდევდა. მაჰათმა განდი მოკლულ იქნა 1948 წელს ჰინდუს რელიგიური აქტივისტის მიერ. შრი-ლანკის პრემიერ მინისტრი ასევე მოკლეს 1959 წელს, მკვლელი ბუდისტი ბერი გახლდათ.1 თანამედროვე დღეებშიც, ვხედავთ ჩვენ სისხლიან დაპირისპირებას პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის ჩრდილოეთ ირლანდიაში. ინდოეთშიც არის დაპირისპირება ჰინდუსებსა და მუსლიმებს შორის. ჰინდუსები და ბუდისტები იბრძვიან აგრეთვე შრი-ლანკაში. ვიცით აგრეთვე აიათოლა ჰომეინის მოწოდება, რომ მოკლან სალმან რუშტი, მის მიერ დაწერილი სატანური ლექსების გამო.
მივყევართ რელიგიას დარღვევებისა და რელიგიური ომებისაკენ?
რამდენიმე დაკვირვებას შემოგთავაზებთ:
1) ძალიან მიამიტურია ის, რაც რეგინა შვარცმა წარმოთქვა2, კერძოდ: რომ “მონოთეიზმა, მძიმე მემკვიდრეობა” მოუტანა დასავლეთის საზოგადოებას და რომ არა-დასავლურ რელიგიებს, არ გააჩნიათ ასოციაცია ძალადობასთან.
2) მეოცე საუკუნეში დაღვრილი სისხლის უმეტესი ნაწილი ათეისტური იდეოლოგიების შედეგია. დიდი ირონიაა იმაში, რომ რელიგიას კიცხავენ ძალადობისათვის, მაგრამ რელიგიის კრიტიკოსები ჩუმად არიან მაშინ, როდესაც სეკულარული ანდა ათეისტური რწმენა-წარმოდგენები, ისეთები როგორებიცაა: სტალინიზმი ანდა მაოიზმი – მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებენ. 3) ამგვარად რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ის არსობრივი სწავლება, რაზედაც რელიგია ლაპარაკობს, და არა მაინცდამაინც არსებულ დარღვევებს. ამ პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ რელიგიას. არის თუ არა იესოს სახელით მახვილის აღება ქრისტიანობის გასაძლიერებლად შესაბამისობაში იმ მტკიცებულებასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა? იგივე კითხვები შეგვიძლია დავსვათ ისლამისა და ინდუიზმის მისამართითაც. 4) ამგვარად რელიგია არ არის თავისთავად ის, რომელიც პასუხისმგებელია დარღვევებზე, არამედ ეს არის ის აზროვნების წესი, რომელიც იყენებს იდეოლოგიას ანდა რელიგიურ გამართლებას იმისათვის, რათა გააკონტროლოს ადამიანების აზროვნება და შეზღუდოს მათი უმნიშვნელოვანესი თავისუფლებები. 5) როდესაც თავისუფლების ანდა რელიგიური თავისუფლების ანდა ქალების უფლებები ირღვევა, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ და გამოვაცხადოთ მათი მცდარობა. ხანდახან ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გამოვიწვიოთ ისინი, რომლებიც იგივე რელიგიურ მითითებებზე აპელირებენ, როგორებზეც ჩვენ, მაგრამ ისინი ამ დამახინჯებულ მიზნებს თავიანთი რელიგიური სისტემების გასამყარებლად იყენებენ. მაგალითისათვის გამოდგება აიათოლა ჰომეინის სურვილი, რომ სიკვდილით დასჯილიყო (ფატჰა) სალმან რუშტი მის მიერ დაწერილი კრებულის სატანისტური ლექსებისათვის. რელიგიური ომები ერთსა და იმავე რელიგიებში
ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩვენ აქ მუსლიმი წარმომადგენელი გვყავს. სწორედ გავლენის მქონე პიროვნებებს შეუძლიათ ხმა აიმაღლონ და ამით ხელი შეუწყონ იმ ცვლილებებს, რომლებიც ასე აუცილებელია ისლამურ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოებებისათვის მთელს მსოფლიოში, ასე რომ ის წაადგება და შესაბამისობაში მოვა იმ გლობალურ სოფელთან, რომლის მკვიდრებიც ჩვენ ყველა ვართ.3 მაგალითად, მოქთადარ კჰარმა (ინდოელმა მუსლიმმა, რომელიც ახლა მიჩიგანში ცხოვრობს), ისლამისა და დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრიდან, გაბედულად დაგმო 11 სექტემბერს ისლამის სახელით გამოჩენილი შეუწყნარებლობა:
ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაცია, ჩანს რომ არის არაბული სამყაროს მხრიდან დასავლეთისადმი უკმაყოფილების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი: სანამ ამას გავაცნობიერებთ: მინდა შეგახსენოთ, რომ ისრაელი თავის ერთ მილიონს არაბ მოქალაქეს გაცილებით დიდი პატივისცემითა და ღირსებით ეპყრობა, ვიდრე არაბული ერების უმრავლესობა თავის მოქალაქეებს. დღეს პალესტინელ ლტოლვილებს შეუძლიათ დაფუძნდნენ და გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები; მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მთელი ამ მაღალი რიტორიკისა და ყურანის (24:22) მითითებებისა, არცერთი არაბული ქვეყანა, გარდა იორდანიისა არ ავრცელებს თავის ზრუნვას მათზე. სანამ ჩვენ ხმამაღლა და მკაცრად ვკიცხავთ ისრაელს პალესტინელების მიმართ მისი დამოკიდებულების გამო, არაფერს ვამბობთ იმ არაბულ რეჟიმებზე, რომლებიც გამუდმებით არღვევენ თავისი მუსლიმი მოქალაქეების უფლებებს და სასაკლაოს უწყობენ ათასობით მუსლიმს. გახსოვთ სადამ ჰუსეინი და მის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება მუსლიმების (ქურთების) წინააღმდეგ? გახსოვთ პაკისტანის ჯარის მიერ ძალის გადამეტება თავისი მუსლიმი (ბენგალელი) მოქალაქეების წინააღმდეგ? გახსოვთ ავღანელი მოჯაჰედები და მათი ურთიერთ დაპირისპირება? განა ოდესმე დაგვიგმია მათი ქმედება? განა მოგვითხოვია საერთაშორისო ინტერვენცია და მათი დასჯა? იცით თქვენ თუ როგორ ეპყრობიან საუდიის არაბეთში უმცირესობაში მყოფ თავის შიიტ მოქალაქეებს? გაგვიპროტესტებია მათი უფლებების დარღვევა? თუმცა ყველა ვისწრაფვით ისრაელის გასაკიცხად, არა იმიტომ, რომ პალესტინელების დარდი გვაწუხებს, არამედ იმიტომ, რომ “გვძულს” ისრაელიანები. ეს მძიმე სიტყვებია, მაგრამ ისინი სისხლხორცეულად საჭიროა იმისათვის, რომ ისლამურ ქვეყნებში დაიწყოს ცვლილებები. მოზომილი სტილი და პირდაპირი გაკიცხვა აუცილებელია მაშინ, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი ადამიანურობის მიმართ, რომელიმე რელიგიის ტრადიციის სახელით – თუნდაც ჩემი რელიგია იყოს.
რელიგიური შემწყნარებლობა რელიგიური ომების გარეშე
6) ამგვარად, ჭეშმარიტებათა მტკიცებულებანი და რელიგიური უნიკალურობა თავისთავად არ განაპირობებს ძალადობას – აქედან გამომდინარე არსებობს რელიგიური პლურალიზმის ფორმულირება.4 მიუხედავად იმისა, რომ დალაი ლამა უარყოფს შემოქმედი ღმერთის არსებობას, მე მაინც ვაფასებ მშვიდობისათვის მის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ის ამტკიცებს, რომ ტიბეტური ბუდიზმი, წარმოადგენს “ბუდიზმის უმაღლეს და სრულყოფილ ფორმას”.5 უფრო მეტიც სრული ხსნა ანდა თანაგრძნობის პრაქტიკის მიღწევა შეუძლებელია თუ არ მიიღებ სიცარიელის ანდა არარსებობის (სინუატა) დოქტრინას – შინაგანობის ანდა დამოუკიდებელი არსებობის არქონას. ყველაფერი სიცარიელეა (არარსებობაა). ერთ-ერთ ინტერვიუში ადრეულ 1980-იანებში ის ამტკიცებდა, რომ განთავისუფლების მდგომარეობა არის ის, “რასაც მხოლოდ ბუდიზმს შეუძლია მიაღწიოს”.6 მე არ ვეთანხმები, მაგრამ ჩვენი განსხვავებული შეხედულებები არ საჭიროებენ ძალადობის ანდა აგრესიულობის დაკანონებას. ისინი არ საჭიროებენ ჩვენს დაცვას იმისაგან, რომ არ ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისათვის, რელიგიური თავისუფლებისათვის, ყველაზე უფრო მოწყვლადი ადამიანების სიცოცხლის უფლებისა და თავისუფლებისათვის.
ფაქტია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს რელიგიურ პლურალისტებად მიიჩნევენ, სწამთ, რომ მათ აქვთ სათნოება, რომელიც არც დალაი ლამას და არც მე არ მაქვს. მათ სწამთ, რომ მათი მსოფლმხედველობა სწორია, ხოლო ჩვენი არასწორი. ასე რომ, რამდენსაც არ უნდა ცდილობდე ჭეშმარიტებათა მტკიცებულებებს რელიგიაში ვერსად გაექცევი. თუმცა კითხვა ასე დგას: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც არ გვეთანხმებიან – პატივისცემით და ღირსეულად უნდა მოვექცეთ მათ თუ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც მტრებს? შეუთანხმებლობას შეუძლია პატივისცემასთან ერთად იარსებოს. თავად მე მუსლიმანურ მეჩეთში ორი წლის მანძილზე დავდიოდი, და ძალიანაც გამიმართლა, რომ შევხვდი მრავალ ღირსეულ მუსლიმს და მათ ჭერქვეშაც მომიწია ყოფნა ლუკმის გასატეხად. შემწყნარებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მიიღო ყველა თვალსაზრისი, როგორც ჭეშმარიტება (ეს შეუძლებელია, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია ნამდვილად “შემწყნარენი” ვიყოთ მათ მიმართ, ვინც არ ეთანხმება ჩვენს პლურალიზმს). ეს ნიშნავს იმას, რომ მოვითმინოთ ის, რასაც ჩვენ სხვა პიროვნების აზროვნების წესში მცდარად და არასწორად მივიჩნევთ, მაგრამ პატივი ვცეთ სხვა პიროვნების უფლებას იფიქროს და ამოირჩიოს ის, რაც თავად სურს, რადგან ისიც ღვთის მსგავსად და ხატად არის შექმნილი. სამართლიანი ომი, ეწინააღმდეგებოდა თუ არა იესო ომს?
7) ქრისტიანული ეკლესია არ წარმოადგენს თეოკრატიულ ერს (იესომ თქვა: “ჩემი სამეფო არ არის ამქვეყნიური, ეს რომ ასე იყოს ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ ჩემთვის”), მაგრამ ქრისტიანებმა უნდა იცხოვრონ ნაციონალურ საზღვრებში და ყველანაირად უნდა ეცადონ სიკეთე და სარგებლობა მოუტანონ იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან. ხანდახან ისინი შეიძლება მოწოდებულ იქნენ იმისათვის, რომ დაიცვან იმ სახელმწიფოს კეთილდღეობა, ამა თუ იმ აგრესორისაგან.
იესოს სიტყვები: “როდესაც ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს, მეორე ლოყაც მიუშვირე...”, მრავალს სწამს და ესმის, როგორც ძალადობის გამოვლინება, თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით დავინახავთ, რომ აქ საქმე პირადულ შეურაცხყოფასთან უფრო მეტად გვაქვს. ანუ, იესომ თქვა: “როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, მზად იყავი იმისათვის, რომ კიდევ აიტანო შეურაცხყოფა”. თუ დავუშვებთ იმას, რომ იესოს დროში კაცების უმრავლესობა საერთოდ მარჯვენები იყვნენ და არა მარცხენები, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ მარჯვენა ლოყაში გაწვნა იქნებოდა, გაწვნა ხელის ზურგით და არა დარტყმა მუშტით, რაც დღესაც კი შუა აღმოსავლეთში დიდ შეურაცხყოფად ითვლება. ეს აზრი, გაწვნის, როგორც შეურაცხყოფის შესახებ იკვეთება იერემიას გოდებაშიც 3:30 “ლოყა მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით.” ასეთი გაწვნა იმ დროს, გაუტოლდებოდა ჩვენს საზოგადოებაში ვინმესთვის სახეში შეფურთხებას. იესოს არ უთქვია: თავს ნუ დაიცავთ მაშინ, როდესაც ვინმე გიტევთ. ანდა ნუ დაეხმარებით ქალს, როდესაც მას აუპატიურებენ. ანდა ნუ დაიცავთ თქვენს ქვეყანას მაშინ, როდესაც მას აგრესორი უტევს. ის არ უარყოფს ამ საკანონმდებლო პრინციპს “თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ”, ის ლაპარაკობდა ამ საკანონმდებლო პრინციპის ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგოდ, ანუ იმაზე, რომ ამ პრინციპით გამართლებული ყოფილიყო შურისძიება და სამაგიეროს მიზღვა.7
სამართლიანი ომი, როდის არის ომი სამართლიანი
მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ გარკვეული პაციფისტური ქრისტიანული ჯგუფები, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, მე მწამს, რომ გონივრული ბიბლიური მიზეზების მოყვანა შესაძლებელია იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ სამართლიან ომს, როგორც საბოლოო საშუალებას საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად. მთავრობებმა თავიანთი ფუნქციონირების დროს უნდა დაამყარონ წესრიგი და დასაჯონ ბოროტმოქმედები. ღმერთი იწონებს ამ საშუალებებს, როგორც ამას რომ.13:1-7 და 1პეტ. 2:14 მუხლები გვაჩვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ომი არასოდეს არ არის აკურატული და რომ მშვიდობიანი მცხოვრებლებიც შესაძლოა დაიღუპონ, იუდეველურ-ქრისტიანული ტრადიცია რეალისტურია ადამიანის ეგოცენტრიზმისა და ცოდვილიანობის აღიარებაში, რაც იწვევს იმის საჭიროებას, რომ შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ, რათა ალაგმონ ბოროტების გავრცელება და შეაკავონ ძალადობა.
თუ ომის წარმოება ოდესმე საჭირო გახდება, ამ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს მისი წარმოების სამართლიანი პრინციპები, ანუ გონებაში უნდა ვინახავდეთ იმასაც, რომ ადამიანები ღვთის ხატად არიან შექმნილნი და იმასაც, რომ მათი ბუნება ცოდვილია.8
1) სამართლიანი მიზეზი: ომში წასვლის ერთადერთი მორალურად ლეგიტიმური მიზეზია თავდაცვა (ანუ ერის დაცვა მაშინ, როდესაც დგას მისი დაცვის მორალური საჭიროება) -- ანუ როდესაც არსებობს წინასწარი დარტყმის ძალიან გამოკვეთილი საჭიროება. (მაგ. “თავხედი ერი, ჭუჭყიანი ბომბებით”): “თუ ეს წესი უნივერსალურად იქნება დაცული, მაშინ აღარ იქნებოდა არც ომები და აღარ იქნებოდნენ არც აგრესორები.” 2) სამართლიანი განზრახვა: ერთადერთი მორალურად ლეგიტიმური მიზეზი ომში იქნებოდა მშვიდობის აღდგენა. ეს გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს მეგობრისთვისაც და მტრისთვისაც. “შურისძიება, დამორჩილება, და დაპყრობა გაუმართლებელი მიზნებია.” ხანდახან შესაძლოა “განუზრახველი შედეგებიც” დადგეს (მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა), რაც შეიძლება თან ახლდეს ძალადობის დაძლევის განზრახულ ქმედებას. 3) უკანასკნელი საშუალება: “ომს მაშინ უნდა მივმართოთ, როდესაც ყველა სხვა საშუალება: მოლაპარაკებები, არბიტრაჟი, კომპრომისი და ყველა სხვა საშუალება უკვე აღარ არის საკმარისი. რადგან გონიერი კაცი ასე უნდა მოიქცეს, თუ ეს შესაძლებელია; ის შეგონებითა და კანონებით უნდა აპელირებდეს და არა ძალით.” 4) კანონიერი დეკლარაცია: მხოლოდ კანონიერ მთავრობას აქვს უფლება ომის გამოცხადებისა. მხოლოდ სახელმწიფოს -- და არა ინდივიდუუმებს ანდა პარტიებს სახელმწიფოს შიგნით --აქვს უფლება ლეგიტიმურად გამოიყენოს თავისი ძალაუფლება. 5) ზურგში მყოფთა იმუნიტეტი: “ისინი, რომლებიც ოფიციალურად არ არიან მთავრობის ჯარისკაცები და მთავრობა არ იყენებს მათ, როგორც მებრძოლებს, მათ შორის ტყვეები, სამედიცინო პერსონალი და ზურგის მოსამსახურეები, რომლებსაც არ უნდა მიეცეთ იმისი უფლება რომ იბრძოლონ და ამავდროულად არ უნდა იყვნენ ძალადობის სამიზნეები.” 6) შეზღუდული მიზნები: “რადგანაც ომის მიზანი არის მშვიდობა – და არა დამპყრობელი ერის ეკონომიკის დანგრევა ანდა ამ ერის პოლიტიკური ინსტიტუტების განადგურება.” 7) შეზღუდული საშუალებები: “მხოლოდ საკმარისი ძალა უნდა იქნეს გამოყენებული ძალადობის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად. “საკმარისი” აუცილებლად არ ნიშნავს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გამარჯვებას. კლაივ ს. ლუისმა, მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი რამ თქვა: “ომი ძალიან ცუდი რამ არის”9, ის რომ ასე იყოს, როგორც შესაძლოა რომ იყოს ანუ, ბოროტება და აგრესია რეალურია, და ჩვენ თუ არაფერს გავაკეთებთ, შესაძლოა გაცილებით დიდი ზიანი მოვიტანოთ მაშინ, თუ არ შევაჩერებთ ან იგნორირებას გავუკეთებთ ამ ბოროტებას. მან თქვა, რომ პაციფისტების საზოგადოება ძალიან დიდხანს არ რჩება პაციფისტად!
მხოლოდ ლიბერალური საზოგადოებები იწყნარებენ პაციფისტებს. ლიბერალურ საზოგადოებაში პაციფისტების რიცხვი ან საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რათა ქმედუუნარო გახადოს სახელმწიფოს მებრძოლი სული, ან საკმაოდ მცირე. თუ მათი რიცხვი მცირეა, მაშინ შეგიძლია მშვიდად იყო. მაგრამ თუ მათი რიცხვი დიდია, მაშინ გინდა თუ არა სახელმწიფოს უნდა მიენდო, რომელიც იწყნარებს პაციფისტებს, და არაფერს აკეთებს თავისი ტოტალიტარული რეჟიმის მქონე მეზობლის საწინააღმდეგოდ, რეჟიმისა, რომელიც პირიქით იქცევა, ანუ არ აჭაჭანებს პაციფისტებს. ამგვარი სახის პაციფიზმი პირდაპირი გზაა ისეთი მსოფლიოსაკენ, სადაც საერთოდ არ იქნებიან არანაირი პაციფისტები.10 იესომ თქვა, რომ ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი – არა მარტო მშვიდობისმყოფელნი, არამედ ისინიც, რომლებიც აქტიურად ცდილობენ გააერთიანონ პარტიები და მოაგვარონ მათ შორის არსებული უთანხმოებანი. ქრისტიანულ რწმენაში ეს საუკეთესოდაა გამოხატული იესოში, რომლის სიკვდილშიც ვხედავთ შემდეგს: როგორც წმიდა პავლემ თქვა ეს: “ღმერთი იყო ქრისტეში და ანახლებდა თავისთვის მსოფლიოს”.
|