კავკასიის ეთერში... რა და რაია...?!
პრასი,
მჭდი,
წიწმატი და აქუ...
ჩქიმ ცოდვა შენ!...კაცო, სულ ახლახან გადავრთე კავკასიაზე და რა ვიხილე...თვალი ვერ მოვწყვიტე აქუბარდიას და კუკავას პაექრობას!
.....სპეციალურად დავითვალე და ბეჩავმა კახა კუკავამ, სულ რაღაც 3 წინადადება შეძლო ჩაეკვეხებინა აქუს მონოინტერვიუში!
..არა
აქუ მაგრა ასწორებს რა, პატივს ვცემ ამ კაცს!...ვინც არ უნდა იყოს მისი გადაცემის სტუმარი, აქუ ყოველთვის ისე უსვამს კითხვას რომ ამ კითხვით, იგი ფაქტიურად უკვე პასუხობს მის მიერ დასმულ კითხვას!,,

...ფაქტიურად, გადაცემის სტუმარს, შეუძლია მაქსიმუმ მხოლოდ ორ სიტყვიანი კომპლიმენტი გაუკეთოს აქუ-ს საზრიან კითხვას და ამ კითხვაზე აქუსვე პასუხს!
...არა ნუ, არის ხოლმე შემთხვევები, როცა აქუს სტუდიის სტუმარს შეიძლება გაუმართლოს კიდეც და აქუსთან ამა თუ იმ განხილვაში, მთელი წინადადებაც კი ჩააკვეხოს!.....ეს ის შემთხვევებია, როცა აქუს საყვარელი ცივი მჭადი, პრასი და წიწმატი თავის გასტროლოგიურ ეფექტს მკვეტრად ავლენს და ყელში მოძალებული იზჟოგა და ბოყინი, აქუს აღარ აძევს საშუალებას იმ ტეპში გააგრძელოს პოლიტიკური მონოდისკუსიები!
I ბლოკი:
....აქუ - მაყურებლის ზარია შემოსული, გისმენთ!...ეთერში ხართ, გისმენტ, გისმენთ, ხმა ამოიღეთ გესმით?!...ალბათ გაგვექცა მაყურებელი შეეშინდა და...
.....თავდგირიძე - ხო და ბატონო დავით, იმას გეუნეოდით რომ...
.....აქუ - ერთი წუთთ მოითმინეთ გიორგი, მაყურებელია ისევ ეთერში, ..გისმენთ, გისმენთ...ეთერში ხართ, ამოიღეთ ხმა...უჰ, მემგსსს დდცტყ!...დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დღეს გიორგი თავდგირიძე გვყავდა ეთერში პატ.მაყურებელო და შემდეგ ბლოკში, უკვე სოსო ცინცაძე იქნება ჩვენი სტუმარი...
II ბლოკი:
....აქუ - აბა გისმენთ ბატონო სოსო, თქვენი აზრი მაინტერესებს .."აი ჩვენი ბედნიერი მიშა რომ ყოფილიყო, მაშინ 1941-ში სტალინის ადგილას, მოიგებდა თუ არა ომს ფაშისტურ გერმანიასთან...ხო, ხოო..მოიგებდა თუ არა, რადგან როგორც მოგეხსენებათ და ისევ აქუ უბერავს ტექსტებს...
... სოსოს ცინცაძე - უფროდა უფრო ნერვიულობს, თან პროტეზს ათამაშებს ტუჩებით.. მწუ..მტუ, მტუ, მწუ, ნწწწუ, მმპუნწ!...გასაგებია დავით ეს მაშკა-მარუსიას პოლიტიკა...მწუ, მპუ დაა..
....აქუ - მოდით რეკლამახე გავიდეთ ბატონო სოსო და მერე მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში...ჩემი ბიძაშვილია ზუგდიდიდან და სანამ ზუგდიდის პრობლემებს მოყვება, მანამ ერთ პერეკურს მოვასწრებთ.....დღეს დიზერტირებში გახლდით და პრასის გამყიდველმა შემომჩივლა...500 ლარით დამაჯარიმეს საგადასახადოს მუშაკებმაო!

...სოსო ცინცაძე ამ დროს პირიდან პროტეზს იღებს და მთელი ხმით ღრიალებს - მე შენ გაჩვენებ!.. ხოო ჩემთვის დათო ხარ ...რას მიედმოედები, სად სამამულო ომი და სად პრასის გამყიდველი, ხო არ შეიშალე?!...მაშინ შავი პური რო არ გვყოფნიდა, დღეში სამჯერ ბოსტნის წიწმატს ვჭამდით ბავშვები! ...
....აქუ - აგაშენათ ღმერთმა სოსო ბატონო!... ზუსტად მანდ ვარ და მაგის კითხვა მინდოდა თქვენთვის, თავიდან ამომივარდა უცბათ.................
......ის წიწმატი კიდევ შემოგრჩათ ცხონებული ბებიათქვენის ბოსტამში?!
პ.ს.:...ტუ-ტუ, ტუ-ტუ........................................!
12 საათზე - კურიერის დღის ბოლო გამოშვება: ...გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, ტელეკომპანია "კავკასიის" ღია ეთერიდან, სტენოკარდიული შეტევის მიზეზით პირდაპირ გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში! ...
...კაი რა აქუ!......, "გაღიმებული საქარტველო"-ს პროექტის ფარგლებში ჩასმული ერთი ფაიფურის პროტეზი მაინც შეარგეთ ბატონ სოსოს!
აი მე რომ მკითხონ აქუს და სოსო ცინცაძის დიალოგებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცალკე დავაფინანსებდი!
This post has been edited by Stalker2005 on 3 Dec 2012, 22:06