ვინაიდან და რადგანაც, ეს ჩადება–ამოღების თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია

, ამიტომ იძულებული ვარ, მოდერის მიერ დახურული თემა ხელახლა გავხსნა:
სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. „კანონიერი ქურდი" დააკავეს
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 28 ნოემბერს, ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავეს მრავალგზის ნასამართლევი, დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი წევრი, ე.წ. „კანონიერი ქურდი", ბადრი დვალი, ზედმეტსახელად - „ბაჩუკა", დაბადებული 1970 წლის 20 ივლისს, ქალაქ ქუთაისში.
შსს ინფორმაციით, ბადრი დვალი, რომელიც1991 წელს ე.წ."ქუთაისელი ქურდების" მიერ აღიარებულია „კანონიერ ქურდად", 2000 წლიდან სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის. 2002 წელს, ქალაქ მოსკოვის გოლოვინის რაიონულმა სასამართლომ ის გაასამართლა რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 162-ე მუხლით, აგრეთვე - 226 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.განაჩენითდანიშნული სასჯელი - 12 წელი დვალმა სრულად მოიხადა ნოვოსიბირსკის ოლქში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, საიდანც გათავისუფლდა 2012 წლის 27 ივნისს. მისი ქურდული მენტალიტეტიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბადრი დვალი ყველგან აყალიბებდა კრიმინალურ დაჯგუფებებს, კოლონიაში მან 3 წელი გაატარა იზოლირებულად.
ბადრი დვალი თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, მონაწილეობს ე.წ. ქურდულ გარჩევებში სარგებლის მიღების მიზნით. მან ქ. მოსკოვში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0, 02067 გრამი, რაც უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. ბადრი დვალმა დაკავებისას განმარტა, რომ იყო კანონიერი ქურდი და საქართველოში ჩამოვიდა იმისათვის, რომ „ზოგიერთებთან" კითხვები ჰქონდა და მონაწილეობა უნდა მიეღო ქურდულ გარჩევებში.
ბადრი დვალის მიმართ ძიება შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, 223-ე მუხლის მე-2 და 262 -ე მუხლის პირველი ნაწილებით.
წყარო:
http://ghn.ge/news-79287.htmlეს ინფორმაცია უფრო ქუთაისელებს დააინტერესებს.
აი, ჩემთვის, საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ამ ბადრი დვალს, რატომღაც აეროპორტში ნარკოტიკი აღმოაჩნდა.
ეს ამბავი კი საეჭვოდ მეჩვენება-კაცი, რომელიც კოლონიაშიც კი კრიტში იჯდა, ყველგან ბანდებს ქმნისო, ამ მიზეზით, იმხელა დურაქი აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკებით გვესტუმრა?
რომელი ოპერატიული ინფორმაცია?
ეეე, თქვენც მიშას პოლიციისავით თუ შეუბერეთ, ვერ მოვრიგდებით.
ეგ კი როგორაა, თუ იცით?
აი, ნიტრა მოხვდა ქვას თუ ქვა მოხვდა ნიტრას, ვაი ნიტრის ბრალიო.
ეგ ნიტრა კი გადატანითი მნიშვნელობით, მე გამოვდივარ.
შეცვალეთ რა მიდგომები, ჯიგრებოოოო
თან კანონი გაქვთ ხოშიანი-ქურდული მენტალიტეტის შესახებ.
ნარკოტიკი რაღა საჭიროა?
This post has been edited by eeelllooo on 4 Dec 2012, 00:15