ნესტა რობერტ ბობ მარლი, მერიტის ორდენის მფლობელი (6 თებერვალი 1945 – 11 მაისი 1981) — იამაიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963–1981) ერთად სკას, როკსტედისა და რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.
ბობ მარლის ძალიან დამაფიქრებელი და საინტერესო გამონათქვამები!!!
”შენ შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ. მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? ის არ არის უნაკლო. არც შენ, და ორივე თქვენგანი ვერასდროს იქნებით უნაკლო. მაგრამ თუ შეუძლია მას გაგაცინოს თუნდაც მხოლოდ ერთხელ, დაგაფიქროს ორჯერ და აღიარებს რომ ადამიანია და უშვებს შეცდომებს, დაეყრდენი მას და მიეცი ყველაფერი, რისი მიცემაც შეგიძლია. მან შეიძლება არ გაუკეთოს ციტირება ლექსებს, შეიძლება არ იფიქროს შენზე ყოველ წამს, მაგრამ ის მოგიძღვნის თავის ნაწილს, რომელზეც იცის, რომ შეგიძლია ტკივილი მიაყენო. არ ატკინო მას, არ შეცვალო არ მოელოდო მისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. არ აანალიზო. გაიღიმე, როდესაც გაგაბედნიერებს, იყვირე, როდესაც გაგაბრაზებს და მოგენატროს, როდესაც არ არის შენს გვერდში. სიყვარული ძნელია, იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის”

“მხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს, თქვენ იცით. მხოლოდ ერთი რამ ძალიან მინდა რომ მოხდეს. მინდა რომ ვხედავდე კაცობრიობა ცხოვრობს ერთად - შავი, თეთრი, ჩინელი, ყველა - სულ ეს არის”

“თუ ის გასაგიჟებელია, ის არ იქნება მარტივი. თუ მარტივია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ რამედ ღირს, შენ არ დაანებებ თავს. თუ დაანებებ, ის არაფრად ღირს... სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს, შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად”

“მხოლოდ ერთხელ შენს ცხოვრებაში, მჯერა იპოვი ადამიანს, რომელიც შენს სამყაროს სრულიად თავდაყირა დააყენებს. შენ ეტყვი მას იმას, რაც სხვისთვის არასდროს გაგიზიარებია და ისინი გაიგებენ ყველაფერს რაც თქვი და მართლა მოუნდებათ მეტის მოსმენა. შენ გაუზიარებ მომავლის გეგმებს, ოცნებებს, რომლებიც არასდროს ახდება, მიზნებს, რომლებსაც ვერ მიაღწიე და ბევრ განსაცდელს, რომელიც ცხოვრებამ დაგახვედრა. როდესაც რაიმე არაჩვეულებრივი მოხდება, ვერ მოითმენ სანამ მოუყვები, გეცოდინება რომ გაიზიარებენ შენს აღტაცებას. მათ არ შერცხვებათ იტირონ შენთან ერთად, როდესაც ტკივილს მოგაყენებენ და იცინონ, როდესაც შენს თავს გაამასხარავებ. ისინი კი არ მიაყენებენ ტკივილს შენს გრძნობებს და გაგრძნობინებენ რომ საკმარისად კარგი არ ხარ, არამედ გაგზრიდან და დაგანახებენ შენს თავზე ისეთ რაღაცებს, რომლებიც გხდის განსაკუთრებულს და ლამაზსაც კი. აქ არასდროს იქნება ზეწოლა, შური ან ჯიბრი, არამედ მხოლოდ ჩუმი სიმშვიდე, როდესაც ისინი შენს გვერდში არიან. შეგეძლება იყო შენი თავი და არ განაღვლებდეს რას იფიქრებენ, რადგან შეგიყვარებენ ისეთს, როგორიც ხარ. რაღაცები, რაც ჩანს უმნიშვნელო ხალხის უმეტესობისთვის, როგორებიცაა წერილი, სიმღერა თუ გასეირნება გახდება შეუფასებელი განძი შენს გულში, რომელიც სამუდამოდ გაგამხიარულებს. ბავშვობის მოგონებები გაგახსენდება, იმდენად ნათლად, რომ კვლავ ის ადამიანი გეგონება შენი თავი. ფერები მოგეჩვენება მეტად ნათელი. სიცილი გახდება დღის აუცილებელი ნაწილი, როდესაც მანამდე ის იყო ძალიან იშვიათი ან იქნებ სულაც არ არსებობდა. ერთი ან ორი ზარი დღის განმავლობაში დაგეხმარება გაუმკლავდე დღის გრძელ სამუშაოს და ყოველთვის მოუტანს შენს სახეს ღიმილს. მათი თანდასწრებით, არაა საჭირო უსასრულო დიალოგი, თუმცა იქნები სრულიად კმაყოფილი, რომ ისინი შენს გვერდით არიან. რაღაცები, რაც მანამდე არასდროს გაინტერესებდა გახდება მომხიბვლელი, რადგან გაიგებ, რომ ის მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, რომელიც განსაკუთრებულია შენთვის. შენ იფიქრებ ამ ადამიანზე ნებისმიერ დროს, ყველა მომენტში. უმნიშვნელო რაღაცები, როგორებიცაა მოწმენდილი ლურჯი ცა, ნაზი სიო, შტორმის მომასწავებელი ღრუბელი ან თუნდაც ჰორიზონტი, გაგახსენებს ამ ადამიანს. შენ გაუღებ მას შენს გულს, მიუხედავად იმისა, რომ გეცოდინება ერთ დღეს შეიძლება მოგაყენოს ტკივილი და ამ გულის გახსნაში გამოცდი ისეთ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელზეც ვერასდროს წარმოიდგენდი რომ შესაძლებელი იყო. შენ ჰპოვებ ძალას იმაში, რომ გყავს ნამდვილი მეგობარი, ან თუნდაც სულის თანამოაზრე, რომელიც ლოიალური იქნება სიცოცხლის ბოლომდე. ცხოვრება მოგეჩვენება უფრო განსხვავებული, ამაღელვებელი და ძვირფასი. შენი ერთადერთი იმედი და დაცვა იქნება იმის ცოდნა, რომ ისინი შენი ცხოვრების ნაწილნი არიან.”
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>