რიყეზე, საბაგიროს პუნქტის ადგილზე ეკლესია ტაძრის მშენებლობას ითხოვს.
„პატრიარქს „ბუდა ბართან“ დაკავშირებით კრიტიკული აზრი აქვს“
გახდება თუ არა საჭირო რიყეზე საბაგიროს დემონტაჟი? კათოლიკოს–პარტიარქმა ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაში რიყის ტერიტორიაზე 100 ათას მოწამის სახელობის ტაძრის აშენების სურვილი გამოთქვა. როგორც რადიო ,,კომერსანტთან’’ საუბარში კათოლიკოს–პატრიარqის მდივანი მამა მიქაელი განმარტავს, ტაძარი იმ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, სადაც დღეს საბაგიროს პუნქტია.
მისივე თქმით, ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და ტაძრის მშენებლობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ამ ტერიტორიას სახელმწიფო საპატრიარქოს გადასცემს. მამა მიქაელის თქმით, თუ სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, იმ ადგილზე არსებული შენობების დემონტაჟი საჭირო გახდება. ამასთან, მოუწევს თუ არა რიყეზე მდებარე ,,ბუდა-ბარს’’ ადგილის შეცვლა ტაძრის აშენების შემთხვევაში, მამა მიქაელი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, პატრიარქს „ბუდა ბართან“ დაკავშირებით კრიტიკული აზრი გააჩნია.
წყარო
http://www.commersant.ge/?id=13321რა აზრის ხართ?