2 დეკემბერს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება სამოყვარულო წყვილთა რბოლა, 4 ეტაპიანი თასის "ზამთრის სეზონი 2012-1013"-ის ფარგლებში.
სეზონი დასრულდება თებერვალში და სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდება ოთხივე ეტაპის ქულების ჯამით.
კლასები დაიყოფა სტანდარტულად: AWD, FWD, RWD, ABSOLUT.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. არასრულწლოვანი პროფესიონალი მრბოლელები დაიშვებიან მოყვარულთა ჩათვლაში.
მოქმედი პროფესიონალური ლიცენზიის მქონე სრულწლოვანი მონაწილეები მოხვდებიან მხოლოდ აბსოლუტ კლასში.
არცერთ კლასში არ დაიშვება სპორტული(სლიკები) და ნახევრადსპორტული(ნახევრადსლიკები) საბურავები.
აბსოლუტურ კლასში დაიშვება მხოლოდ ნებისმიერი ძარიანი ავტომობილი განურჩევლად წამყვანი თვლებისა და სიმძლავრისა.
ლეგენდები, კარტინგები და სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები დაიშვება როგორც დამოუკიდებელი კლასი მხოლოდ მაშინ, თუ მათი რიცხვი შეადგენს მინიმუმ 8 სატრანსპორტო საშუალებას.
გადასახადი მონაწილეობაზე 40 ლარი.
გულშემატკივართა დასწრება უფასო!
ზამთრის სეზონის ოთხივე ტრასა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება.
ტრასის კონტურს შექმნის სპეციალური გადაადგილებადი "პარებრიკები". იმედი მაქვს პირველივე შეჯიბრზე რაღაც მინიმალური რაოდენობით მაინც მოვასწრებ და საბურავებს ნაკლებად გამოვიყენებ, თუ არა და მეორე შეჯიბრზე უკვე სრულად ამ მოწყობილობებით იქნება ტრასა შექმნილი.
რეგისტრაცია წინასწარ ტელეფონით 2307703 ან ადგილზე დილის 10:00 - 11:30.
შეჯიბრის სტარტი 12:00
სავარაუდო საპრიზო ფონდი: ყველა კლასში, მხოლოდ გამარჯვებულებს (პირველ ადგილებს) 100-100 ლიტრი საწვავი. (სავარაუდო იმიტომ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება და თემის გახსნას ვერ დავაგვიანებდი) აგრეთვე სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები.
წლების ნაოცნებარი წყვილთა რბოლის ტრასა იქოქება

))