ვწერ რაც შეიძლება მოკლედ:
მთელი ჩემი ხანგრძლივი ძიების - ჭეშმარიტების ძიების პროცესში (ხოლო პირველად ახალი აღთქმის წაკითხვის შემდეგ საბოლოოდ ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ჭეშმარიტება ღმერთია) ვიყავი პირველ რიგში თეორეტიკოსი... ალბათ შემიძლია ვიყო ძალიან კარგი თეოლოგიაში, მსჯელობაში და ერთის მეორისგან გარჩევაში, მაგრამ მე უფრო მეტად ვაანალიზებ ვიდრე განვიცდი
მივხვდი რომ ალბათ რაც არ უნდა კარგად ი ც ო დ ე საკითხი, ხანდახან ჯობია არ გქონდეს არაფერი გარდა სუფთა სულიერი რძისა... ჯობია იყო ბავშვი, ვიდრე ზრდასრული.ებრაელთა მიმართ, 5:
12. მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი.
13. მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია.
14.
უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.....
"გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი"...
მე მგონი ძალიან ბევრი ვიცი, ყრმობა მინდა, ბავშვი მინდა ვიყო