პირველად საქართვეოში - ონლაინ-ბუღალტერიის სერვისი
კიარადა პირველად ევროპაში, მსოფლიოში და საერთოდ სამყაროში - ონლაინ ბუღალტერია ქართულად.
ხოლო თუ რეალისტები ვიქნებით - ეს არის მარტივი და მოქნილი რესურსი, ოჯახური ბიუჯეტისა და ფინანსების სამართავად შეიძლება ითქვას სრულყოფილი, ასევე დიდად წაადგება მცირე საწარმოებსა და ინდმეწარმეებსაც.
შეუძლია ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა (მრავალვალუტიანი), სტატისტიკური დამუშავება და რეპორტირება (მათ შორის აღებული/გაცემული ვალების, საკომისიოების და მრავალი წვრილმანის გათვალისწინებით), ბიუჯეტის დაგეგმვა ლიმიტირებული ხარჯების გაწერით, დასაგროვებელი თანხების მართვით და ბევრი სასარგებლო ფუნქციით.
მოკლედ, საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს და კიდევ უფრო მეტი გეგმები და პრეტენზიები - გადაიზარდოს ნამდვილ საბუღალტრო სერვისში.
სერვისი განვითარების სტადიაშია . თვითონ ძრავი ჩემი გაკეთებული არ არის, მაგრამ ავტორებთან მაქვს კავშირი და ამიტომ განვითარებაში ხელი არ შეგვეშლება, ასე რომ - შემოდით, დარეგისტრირდით, დატესტეთ, გამოიყენეთ, და გაგვიზიარეთ რაც არ მოგეწონებათ ან თვალში მოგაკლდებათ.
სერვისი ჯერჯერობით უფასოა, და სანამ უფასო იქნება მანამ დარეგისტრებული მომხმარებლებისათვის სულ უფასო იქნება (მიმდინარე სქემა, რა თქმა უნდა).
საიტის მისამართია
https://159.253.19.218 ან
http://asg-bux.tk/დარეგისტრების შემდეგ თქვენს ფოსტაზე მიიღებთ წერილს პაროლით. თუ ეს არ მოხდა (ზოგი საფოსტო სერვერი, მაგალითად მაილღრუ რაღაცას ახურებს), ან თუ არარსებული ფოსტით დარეგისტრირდით, მომწერეთ ეგ ფოსტა მე მოგწერთ პაროლს (რომელსაც მერე შეცვლით).
ესეც სქრინი დასაინტრიგებლად:
