https://info9.ge/uckhoethi/251339-mivighe-i...HnaXKL3NMf1D9qE - ქართული წყარო
https://www.pravda.com.ua/rus/news/2021/11/26/7315402/ - უკრაინეულ რუსული წყარო
მივიღე ინფორმაცია, რომ პირველ დეკემბერს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება — ზელენსკი
22:46 / 26.11.2021
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, 1-2 დეკემბერს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება დაიგეგმა. ზელენსკის ინფორმაციით, გადატრიალების დაგეგმვაში, მილიარდობით დოლარის სანაცვლოდ, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის ჩართვასაც ცდილობენ. Unian-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა პრეს-მარათონზე "30 შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტს" თქვა.
"ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სადაზვერვო, არამედ აუდიო ინფორმაციაც, სადაც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების საქმეში", — აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტის აზრით, ეს ინფორმაცია უკრაინული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა, რომ ის არ არის ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც უკრაინიდან რუსეთში გაიქცა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ არც პეტრო პოროშენკოა.
Attention is all you need.