#34190743 · 4 Dec 2012, 20:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დადგა ზამთარი და ფარმაცევტული ფირმებმა თუ პრეპარატების იმპორტიორებმა ისევ აგრესიული სარეკლამო შტურმი დაიწყეს ტვ-ების მეშვეობით საწყალ სურდო-თხიპიან ადამიანებზე...
მასიურად რეკლამირდება სხვადასხვა წვეთები, რომლებიც ცხვირ-ხახაში სისხლ-ძარღვების შევიწროებას იწვევენ და ამით რინიტის სინდრომების დროებითი ალაგების ეფექტს აგრძნობინებენ პაციედნტს...
მაგრამ (აქ ერთი დიდი მაგრამია) ეს იქნება ბანალური 50 თეთრიანი ნაფტიზინი თუ 10-20 ლარიანი რაიმ ულტრამოდური პრეპარატი, ყველას მოქმედება ერთნაირია - ავიწროებენ სისხლ-ძარღვებს ლორწოვანში... ამასთან ყველა მათგანი იწვევს საშინელ შეჩვევას, როდესაც ადამიანს ფაქტიურად ამ წამლების გარეშე ცხვირით სუნთქვის საშუალება ესპობა (ამიტომაც, მე თუ მკითხავთ, ამ პრეპარატების არა თუ რეკლამირება, არამედ ურეცეპტოდ გაყიდვაც კი უნდა აიკრძალოს) ...
ჩემს გარშემო ბევრს ვიცნობ ასეთ "ნაფტიზინომანს", რომლებიც ისე ვერ იძინებენ სასთუმალთან ამ ტიპის რაიმე პრეპარატი თუ არ უდევთ...
თავადაც გამოვცადე ამდაგვარი წამაკლდამოკიდებულების მთელი "სიამეები" და მაგ პრეპარატების დანახვაც აღარ მინდა...
ხოდა, რა მინდა, გკითხოთ, არსებობს კი რაიმე ისეთი პრეპარატი, რომელიც ამდაგვარ შეჩვევის ეფექტი არ ექნება, თუმცა სურდოს საწინააღმდეგოთაც ეფექტური რომ იქნება ?
რა ვიხმაროთ ძილის წინ, ღამე გაგუდვა-ყელის გახეხვის საშინელი ეფექტები რომ არ გვქონდეს ?
ჰა, ესკულაპებო, იცით რამე ახალი თუ ისევ ნაფტიზინის გარშემო ვბუქსაობთ ?
This post has been edited by chombe on 4 Dec 2012, 22:19
--------------------
si deus nobiscum quis contra nos !
- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ? - შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)
Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! ! (© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)
გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
|