თემაში ვეცდები ამ არჩევნის შედეგების უემოციო ანალიზი მოგცეთ.
ხელისუფლება შეიცვალა თითქმის ყველგან გარდა თბილისისა და რამდენიმე პროვინციისა.
რა მოვიგეთ და რა წავეგეთ.
სოციალური ბლოკი:
1)ნაციონალების პენსია 145 ლარი იანვრიდან.. ვს მეოცნებეების დაპირება 125 ლარი(რომელსაც უკვე დიდი ნაწილი იღებს) შემოდგომიდან.
2) 1000 ლარიანი ვაუჩერი გაზის და დენის გადასახდელად ნაციონალებისგან ვს გაზის და დენის ტარიფი ვერ იცვლება ოცნებისგან
(თბილისის მერიის შემამსუბუქებელი პრიზი 100 ლარი ისევ ნაციონალებისგან არის).
3) სამედიცინო დაზღვევის მხარესაც საკმაოდ გაუგებრობაა.
მოკლედ სოციალურ უკმაყოფილებაზე მოსული მთავრობისგან ზუსტად სოციალურში მაგრა წავაგეთ.
ქვეყნის აღმშენებლობა:
მიუხედავად სოციალურ ბლოკზე უარის თქმისა.. აღმშენებლობით პროექტებზე თითქმის უარია ნათქვამი... თბილისში რაც კეთდება ისევ ლობისტი(ქრთამისტი სხვა კატეგორიაა) გიგის დამსახურებაა. ანუ ისევ ნაციონალების პლიუსია...
ქვეყნის მასშტაბით არც ერთი ახალი პროექტი არ იგეგმება...
აქაც მაგრა წავაგეთ...
ეკონომიკური ბლოკი:
1) ბიზნესი უფრო თავისუფალია ვიდრე ნაციონალების დროს, თუმცა ნაციონალების ბიზნესს განკულაკება ისევ ემუქრება და მაგალითად ქარხანა " ბერტა" უკვე დაიხურა. ანუ ბიზნესი მთლიანად ისევ არ არის დეპოლიტიზირებული. გამოსწორდა სიტუაცა მაგრამ დიდად არა.
2) ნაციონალების მოპოვებული ინვესტორები გარბიან.. ეს კიდევ ერთხელ დაგვკრავს უმუშევრობით და კრიზისით.
3) ენერგეტიკა... ბოდიში მინდა მოვუხადო კალაძეს... ის ერთადერთია, რომელმაც მოახერხა მიმდინარე მთავრობაში ნაციონალების დაწყებული პოზიტივი ამ მიმართულებით შეენარჩუნებინა. ეს კაცი მერეც არ არის დასაკარგი.
4) ლაპარაკია სოფლის მეურნეობაზე... მაგრამ ჯერ მხოლოდ ლაპარაკი....
ჯერჯერობით მაგრა ვაგებთ.
განათლება:
1) შენარჩუნდა საგამოცდო სისტემა, მადლობთ მაია მიმინოშვილს.. ეს ქალბატონიც მეტად უნდა დაეფასებინათ და იმ გაქცეულ შაშკინისათვის არ გადაეყოლებინათ..და საერთოდ გაქცეული ნაციონალები აღარ გვჭირდება ჩვენ მერე ხელისუფლებაში.
2) მანდატურის სისტემის მოშლას აპირებენ კრიმინალის გამოშვების ფონზე, რომელიც სკოლის კრიმინალიზაციას გამოიწვევს.
3) უმაღლესი განათლების დაფინანსების გაზრდას აპირებენ, რასაც მივესალმები.. ერთადერთი მართლა პოზიტივი... და მეცნიერების დაფინანსების გაზრდას აპირებენ და ამასაც მივესალმები...
(მით უმეტეს ამით პირადად ვიხეირებ, ხელფასი გამეზდება, და იმედია ნაციონალების დაბრუნების შემთხვევაში ამ გაზრდილს ხელფასებს უკან შეკვეცავენ...

) და საერთოდ მეცნიერების დეპოლიტიზაციის მომხრე გახლავართ... მაგრამ ჯერჯერობით, ესეც მხოლოდ ლაპარაკია...
ეხლა რასაც ვაგებთ მთლიანად.. ეს გახლავთ სამართალი და სამართლიანობა...
დაჭერობანა, რომელიც ამათ გამოიწყეს იმდენად არაპროფესიულად იყო ჩატარებული და იმდენად არა სამართლიანად, რომ გრძნობა გაჩნდა...
რომ სამართლებლივი სახელმწიფოსგან კიდევ უფრო შორს ვართ ვიდრე ოდესმე..
აგერ სამედიცინოდან ეხლა ნაციონალებს უშვებენ პოლიტიკური შეხედულებებისათვის...და ა.შ.
ამის ფონზე მიდის რუსეთის აგენტურის და კრიმინალის გამოშვება...
კრიმინოგენული სიტუაციის გაფუჭება...
მოკლედ ჯერჯერობით მაგარ წაგებაში ვართ..