ეს არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებს
(ადრე ვუყურე გადაცემას და იმედია რამე არ მეშლება)
ვინც ერკვევით ძალიან გთხოვთ დადეთ ინფორმაცია სხვადასხვა ქვების შესახებ...ასევე გთხოვთ დაგვაკვალიანოთ თუ სად შეიძლება ნამდვილი, ნატურალური ქვების შეძენა. და კიდევ, შეძენისას როგორ გავარჩიოთ ესა თუ ის ქვა ნამდვილია თუ გვატყუებენ? ნუ გასაგებია რომ არსებობს ისეთი პატენტები, რომ ალბათ ვერ გაარჩევს არასპეციალისტი, მარა მაინც... მე 1-2-ჯერ მაგრად გამაბითურეს

არადა მერე როგორც ამიხსნეს, ელემენტარული რომ მცოდნოდა იმ ქვების შესახებ, არ მო ვტყუვდებოდი
აი ჩემი საყვარელი ქვები
ძოწი


აკვამარინი

და ჩემი ზოდიაქოს ნიშნის ძირითადი ქვა (თხის რქის)-ქრიზოპრაზი. დიდად არ მომწონს

იმდღეს ლესელიძეზე რომ მაღაზია-მუზეუმია იქაც ვნახე, კაი მოზრდილები 20-25 ლარი ღირდა. ოღონდ იმდენად მაქვს დაკარგული ნდობა, ვერ გეტყვით ნამდვილი ქვები იყო თუ ხელოვნური

ეს კი საინტერესო ლინკები. გუგლში სურათების ძებნისას გადავაწყდი
http://www.gemselect.com/gem-info/rhodolit...garnet-info.phphttp://www.webois.org.ua/jewellery/stones/...g-hrizopraz.htm This post has been edited by გობალა on 23 Nov 2012, 22:08
ირონიის, ისევე როგორც სარკაზმის ხშირი გამოყენება ზნეს აფუჭებს. ის შენ თანდათან ბოროტი უპირატესობისკენ მიდრეკილებას გიჩენს, ხოლო საბოლოოდ კი გამსგავსებს იმ ავ ძაღლს, რომელმაც არა მხოლოდ კბენა, არამედ კბენის შემდეგ სიცილიც კი ისწავლა © ფრიდრიხ ნიცშე
-------------
♑მთავარია ხარისხი♑