კვანტურმა თეორიამ დღეს მრავალ სფეროში შეაღწია. გვაქვს კვანტური ფიზიკა, კვანტური მექანიკა, კვანტური ელექტროდინამიკა, კვანტური ქრომოდინამიკა... საფუძველი ყველგან ერთია, დაშვება, რომ ენერგია შედგენა პორციებისგან, რომელთა სახელია კვანტები.
მეზობელ რელიგია-ფილოსოფიის განყოფილებაში აპოგეას მიაღწია დავამ კვანტური თეორიის ირგვლივ, რადგანაც ბევრი ჩვენგანი კვანტურ სამყაროში ხედავს იმის დადასტურებას, რომ არსებობს მიღმური და იდეალური ძალები (არ არის აშკარა კავშირი და არ ვიტყვი ჯერ პირდაპირ ღმერთს, მაგრამ აქამდე მიდის ხოლმე საქმე!), რომლებიც მართავენ ჩვენს ხილულ მატერიალურ სამყაროს.
მინდა, ამ განყოფილების რესურსები მოვიშველიო ამ საკითხზე საბოლოო ვერდიქტის მისაღებად. აქვე ჩავრთავ გამოკითხვას ამ განყოფილების სტატისტიკური აზრის გასაგებად შემდეგ საკითხზე: კვანტური თეორია გულისხმობს პრინციპულ განუსაზღვრელობას თუ განუსაზღვრელობა მეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე შექმნილი ილუზიაა, სინამდვილეში ყველაფრის გაზომვა, განსაზღვრა და წინასწარმეტყველება შეიძლება, თუ მონაცემები გვექნება?
* * *
მოდერატორების საყურადღებოდ, თემის ჩასწორების დროს რაღაც შემეშალა, ეს დასახური ან წასაშლელია, სწორია მსგავსი სათაურის თემა 3-პასუხიანი პოლით.
ვწუხვარ ამასთან დაკავშირებით.ყველა დაინტერესებული აქეთ:
კვანტური თეორია, მისი ფილოსოფიური იმპლიკაციები This post has been edited by ლაბარნა on 10 Dec 2012, 14:55
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)