http://opendatablog.wordpress.com/2012/12/...nansebis-sqema/ახალი პარლამენტის მშენებლობის ხარჯები და დაფინანსების სქემა
Posted on December 10, 2012 by gogatushurashvili
2009 წელს ქალაქ ქუთაისში “დიდების მემორიალის” ადგილას დაწყებული საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები წლების მანძილზე იყო ბურუსით მოცული საზოგადოებისთვის. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად ვერ ხერხდებოდა საჯარო დაწესებულებებისგან პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოძიება. პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ინსტიტუტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროდან“ მიიღო საქართველოს პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული გარკვეული სახის ფინანსური დოკუმენტაცია. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანალიზს.
2009 – 2010 წლებში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის “დამკვეთად” განსაზღვრული იყო ქ. ქუთაისის მერია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მთავრობის განკარგულებების და თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრების ქსეროასლებიდან შეგვიძლია გამოვარკვიოთ თუ რა ოდენობის ტრანსფერები იქნა განხორციელებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ქუთაისის მერიისთვის 2009-2010 წლებში. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N915 განკარგულებით ქ. ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის დაპროექტების, სამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის და გეოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად ქ. ქუთაისის მერიას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 5 000 000 ლარი, რაც ამავე წლის 11 დეკემბერს ერთიანად გადაერიცხა ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის ფინანსურ სამსახურს. სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვები უნდა განხორციელებულიყო ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2010 წელს პარლამენტის შენობის დაპროექტების, მშენებლობის ექსპერტიზისა და სხვა გადაუდებელი სამუშაოების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის 14 დეკემბრის N1618 განკარგულებით ქ. ქუთაისის მერიას გამოეყო 42 000 000 ლარი. თანხის გადარიცხვა მიმდინარეობდა ეტაპობრივად. იმავე მიზნობრიობით საქართველოს მთავრობის 10 აგვისტოს N1047 განკარგულებით ქუთაისის მერიას გამოეყო 26 775 300, რაც ერთიანად გადაერიცხა ადგილობრივი თვითმართველობის ფინანსურ სამსახურს.
დანარჩენი ბმულზე, ტავის გრაფიკებით და დოკუმენტებით
მაინტერეებს უზერების აზრი
ეს ნორმალურია?
მიმაგრებული სურათი
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет
Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.
Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу