მოდერ, არ ვიცი რა თემას მივაწერო ასე რომ ან ცოტა ხანი მიცოცხლე ან მიამაგრე ისეთ თემას რომელსაც მიესადაგება და ბოდიში რომ თემა გავხსენი ზედმეტად
მამა მყავს ხნიერი, 73 წლის ხდება ახლა დღედღეზე, ხო და დღითი დღე თითქოს უფრო და უფრო თვალსა და ხელს შუა ბერდებაო.
მოკლედ რა შევატყე მამას. მეხსიერებაში აქვს ხოლმე ჩავარდნა აქა იქა. ხანდახან რამდენიმე წუთის წინ ნათქვამი არ ახსოვს და შეკითხვით მიბრუნებს თემას. აქა იქა ადამიანის ნათქვამის აღქმაც უჭირს ხოლმე.
არ იფიქროთ ახლა რომ ჩავარდნილი ადამიანია
ტაქსისტია და ტაქსაობს ყოველ დღე. გზაშI ერთად რომ მივდივართ იქეთ მისწორებს მოძრაობას. ჩემზე დღესაც კი გაცილებით კარგი მძღოლია.
ერთი პრობლემა აქვს, პროსტატიტიც აწუხებს და ღამე რომ გაეღვიძება ხოლმე ვეღარ იძIნებს ხოლმე, ანუ ხშირად არის რომ ღამე ათენებს. პლიუს ერთხელ წნევა ქონდა მაღალი და ყურშI ხმაური დაურჩა ამისგან. ნაწილობრივ არც ესმის ხოლმე ნათქვამის ნაწილი,
ხო და ღამე უძIლობის ბრალი შეიძლება იყოს ეს გაფანტულობა თუ სხვა რამის ნიშანია და წინასწარ შემეშIნდეს უკვე? ან არის თუ არა რამე ვარიანტი რომ ვუმკურნალო წინასწარ რომ არ გაუღრმავდეს ესეთი რამე.
მითხარით რამე რა გთხოვთ