მოყოლილი მაქვს თქვენთვის ეს ისტორია, შეიძლება არ გახსოვდეთ, კიდევ მოვყვები.
მოკლედ, მეგობრებთან ერთად ელექტრიჩკა მატარებლით ვბრუნდებოდი ოზურგეთიდან ბათუმში. ცოტა ხანი კარტი წავითამაშეთ, მაგრამ 2 დღის უძინარი ვიყავით ყველა და ჩაგვეძინა მალევე. მგონი ქობულეთში ამოვიდა ორი ქალი: "აბა, ტუფლის მაზი, ბუბლიკები". გაგვეღვიძა. მეც გავახილე თვალები, თავზე ერთ-ერთი ქალი მადგას და მეკითხება: "ბუბლიკი გინდა?" - არა "აბა, რას მიყურებ ###სავით, შენი დედა #####ან".
აზრზე ვერ მოვედი.

მეორე ქალმა თქვა, არ მიაქციო ყურადღებაო და მივხვდი, რომ ფსიქიკურად არ იყო გაწონასწორებული და დავმშვიდდი, თუმცა ჩემმა მეგობარმა ბიჭებმა გამოეპასუხეს. მაგრამ მაინც დავიკიდეთ და დღემდე სიცილით ვიხსენებთ მაგ ისტორიას.
ხოდა... რისი თქმა მინდოდა... კაი, იმ ბუბლიკების გამყდველს არ მოეკითხებოდა ჭკუა... მაგრამ შენ, ფორუმზე რომ პოსტავ, რაღაცებზე პრეტენზია რომ გაქვს და უცებ მიჩითავ ასეთ არაადეკვატურობას. რომ თურმე მე აბსოლუტურად ყველა იუზერის შესახებ უნდა მქონდეს ინფორმაცია, ვინ არის, ცოცხალია თუ გარდაცვლილი, თუ ჯერ არდაბადებული... და უბრალოდ გარდაცვლილი ფორუმელის ხსენების გამო, იმენა უბრალოდ ხსენების გამო (ცუდის დაწერაზე ლაპარაკი ზედმეტია), მაგინებ და მიგინებ ოჯახს, ამაზე დიდი არაადეკვატურობა რა არის?
ბუნერივია, მე ვარ ერთ-ერთი რიგითი უსათაუროელი იუზერი. რომელიც თავისუფალ დროს დაკავებულია ღადაობით და ვიღაცების მსუბუქად აგდებით.
და რომ ვხსნი თემას, თურმე როგორი ტიპები პოსტავენ ქმ-ში, როგორ იკვებავენ ეგოს და ა.შ, ბუნებრივია, მე მაქვს მოლოდინი, რომ ბევრი ავარდება, მე კი კიდევ უფრო ვიღადავებ მათ რეაქციაზე, ავარდნაზე, გრძელ პოსტებზე. მაქვს მოლოდინი, რომ ზოგი გინებასაც დაიწყებს.
მაგრამ ასეთი უსამართლო გინება, ამხელა აი კოსმიურად უსამართლო გინება ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს.
ათიათასობით იუზერია ფორუმზე და თურმე ვალდებული ხარ იცოდე, ვინ არის გარდაცვლილი და ვინ არა. და არავის ნიკი არ ახსენო, რადგან შეიძლება გარდაცვლილი იყოს... და იმის, რომ ვიღაცის ნიკი ახსენე, რომელიც გარდაცვლილია, ღირსი ხარ გაგინო.
განა იმის თქმა, რომ იცი ეს იუზერი ჩვენი განყელია, გარდაცვლილია, კარგი მოგონებები გვაქვს და ნუ იმოქმედებ ჩვენს ემოციებზე, ან უბრალოდ იმის თქმა, რომ გარდაცვლილია, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა, როგორც თენგიზმა თქვა მანამდე, რთული იქნებოდა?
ამდენად არაადეკვატური თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი, რას ვიფიქრებდი... მადლობელი ვარ, რომ კიდევ უფრო დავრწმუნდი, როგორი არაადეკვატური შეიძლება იყოს ადამიანი
თუმცა მაინც მინდა მჯეროდეს, რომ დღეს რაღაც ხდებოდა ანაბელის თავს და მოეგება მალე გონს... თორემ ცოტა წარმოუდგენელია ადამიანი ასეთი არაადეკვატური იყოს...
და ის კიდევ ცალკე უსამართლობაა, ამხელა უსამართლობას და არაადეკვატურობას რომ გვერდს უვლის ადამიანი და წერ:"იცი, მე არ მაინტერესებს რა ხდება შენ და ანაბელს შორის, შენ შენი ძველი ამბების გამო ღირსი ხარ მაინც ყველაფრის და უარესისაც, მაგრამ გინდობ

მოკლედ, არ ვიცი რა, ვიტირო თუ ვიცინო...
ყველა უსამართლობას მაგნიტივით ვიზიდავ..
ამას წინათ ბადე.ჯიზე რაღაც თემა გავხსენი, დაახლოებით 15 წუთში თემის წაშლა მინდოდა, მაგრამ მე არ შემეძლო თემის წაშლა, ამიტომ თემის სათაური და ჩემი ორი პოსტი ჩავასწორე, ცარიელი წერტილები დავსვი. 30 წუთი იყო ჩასწორებისთვის დრო.
უცებ რას ვხედავ. ისევ ისეა ჩემი თემა აღდგენილი
დაჟე სათაური ოდნავ შეცვლილი, როგორც მოდერს მოეპრიანა

მივწერე ეგრევე, მეთქი რა ქენით ბიჯო

და მწერენ: "აუ რას ერჩი, კაი თემაა აღვადგენ კაი?"
არც ელოდებიან პასუხს ისე აბრუნებენ ჩემს წაშლილ პოსტს ჩემი ნების გარეშე
და იცით მერე რა გააკეთეს? ჩასწორების დრო შეამცირეს, 30 წუთიდან 15 წუთამდე ჩამოიყვანეს, რათა ვეღარ წამეშალა...
ვაგინე მოდერს და გავაუქმე ექაუნთი.
რომ ჰკითო, დემოკრატიულ ფორუმს ქმნიან და ტიპებმა რა გააკეთეს
და რა შედარება გააძრო მოდერმა?
მე რომ ტიმს ჩემი ასობით ძველი, ძალიან მაგარი თემის წაშლა ვთხოვო, ხომ გაგიჟდებაო
რა შეადარა ტიპმა თავის ძღინკიან ფორუმს, 7 პოსტიან თემას hot რომ ეწერა :დ
ხოდა აი ესე მომექცნენ
არ წამიშალეს, აღმიდგინეს დაუკითხავად და ისე იჩალიჩეს, რომ ვეღარ წამეშალა
და დემოკრატიული გარემო გვაქვსო, იბრალებენ
მოკლედ... მეც კაი მოცლილი ვარ, რამდენს ვწერ... მაგრამ მინდა დავიცალო...
ქვეყნად რომ ამდენი უსამართლობაა, ვიცი, მაგრამ ყველაფერს მე როგორ ვიზიდავ?