გამარჯობა
ჩემთვის საერთოდ უცხო სიტუაციაში ჩავარდი და "მოშნად" ავიჭერი.
მოკლედ ჩემი სიტუაცია ასეთია:
ვარ თარჯიმანი, კომპანიამ სადაც ვმუშაობდით მე და ჩემი კოლეგები მოგვთხოვა რომ გავმხდარიყავით ინდმეწარმეები რადგანაც ა.წ. 1 დეკემბრიდან მხოლოდ ამ პირობით გააგრძელებდა ჩვენთან მუშაობას. (40 კაცზე მეტი ვართ). ასევე გვითხრეს რომ 20 თუ 21% მაგივრად დავიბეგრებოდით 5%-ით.
თუმცა არც ირუისტი და არც ბუღალტერი არ მოსულა და წესიერად არ აუხსნია რა და როგორ.
ყველამ გავაკეთეთ ეს ინდმეწარმეობა და შემდეგ მივიღეთ მცირე მეწარმის სტატუსი (საქმიანობის სახე- თარჯიმანი). მოგვცეს შემოსავლების სამსახურის საიტის იუზერნეიმი, პასოვრდი და გვითხრეს - აწი თქვენთვიტონ მიხედეთ ამ გადასახადებს და ყველაფერსო.
მოკლედ ამ საგადასახდო (თU რაცაა) კალენდარს თუ რაცაა ვერაფერი ვერ გავუგე, უფრო სწორედ ის ვერ გავიგე რა გადასახადი უნდა გადავიხადო, როგორ დავთვალო, როდის გადავიხადო, რა შევავსო. მოკლედ ჯერ ისედაც სამსახური ძალიან დაძაბული და ძალზედ საპასუხისმგებლოა, ახლა კიდევ ეს თავისტკივლი დაემატა.
აი თUნდაც ახლა შევედი და მიწერს რომ
14 დეკემბრამდე უნდა შევასო "თვის - განაცემთა ინფორმაცია"
და 17 დეკემბრამდე რაღაც
- თვის - საშემოსავლო გადასახადი
○ თვის - დ.ღ.გ.
○ მიმდინარე გადასახდელი - საშემოსავლო
○ აქციზის გადასახადი
(სურათს ვურთავ თან)
მოკლედ საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე ( და არამარტო მე) იქნებ ვინმე ღვთისნიერი დამეხმაროთ მეგობრებო, თორემ სერიოზული ნერვოზი დამეწყო უკვე.
წინასწარ ყველას დიდი მადლობა.