ბოლო დღეებში სულ ვფიქრობ, რა მენტალურ ევოლუციასა თუ რევოლუციას ჰქონდა ადგილი ბოლო ცხრა წელიწადში. უმნიშვნელოვანესი იყო კრიმინალის ამოძირკვა, უსასტიკესი, რომაული მეთოდებით.
დაიშალა ბირჟები.
2003 დან დაბადებულები გონზე არ არიან რა არის ქურდი-ქურდული.
გაქრა ძველ-ბიჭურ ყარაჩიღული გამოხედვა.
შესაბამისად თაობიდან გაქრა შავი ფერები და ტაობამ ისწავლა გემოვნება და ფერებში ჩაცმა.
ძალიან ბევრი რამეა. წერაც მეზარება.
და ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი იყო გემოვნების ჩამოყალიბება, კერძოდ რას ვგულისხმობ. 99-2003 წელს წალეკა ქართული ესტრადა პარტიული ნომენკლატრის შვილების ვაი სიმღერებმა. მამა იპარავს-შვილს უწერს სიმრერას. მიუხედავად პატივისცემისა, როგორც პიროვნებისადმი, ბევრი ახალგაზრდას გემოვნება შეეწირა ვაი მამების საქმიანობას. ეს ტაობა იჯდა, ელოდებოდა მამიკოს ფულს კლიპის ცასაწერად და ელოდებოდა მუსიკას, ტექსტს. ვღებულობდით საოცარ სიდებილეს, არანაირ ჯანრში რომ არ ჯდებოდა. რაღაც რუსული ესტრადის მსგავს.
რომ არა 33 ა, ჩარკვიანი წავილეკებოდით გემოვნებიანების პატარა წრე.
2003 წლის შემდეგ მოეხნათ პარტიულ ნომენკლატურას,. გაქრნენ ვაი მომრერლები და ასპარეზზე გამოვიდა ახალი ტაობა, აბსოლიტურად თავისუფალი ქურდული ჯარგონისგან, მენტალობისგან, მხიარულები, ნატელი სახეებით და დაიწყო ბენდების ერა, რომელიც ჯერ კიდევ გაზრდის სტადიაშია. ატასობით ახალგაზრდამ აიღო საკრავი და მიეძალა ქართულ ფოლკ როკს, ფოლკ ჯაზს. არ სჭირდებათ ატასები კლიპებისთვის, არ ელოდებიან ტექსტსა და ლილიკო ნემსაძის გაკვეთილებს, არ ელოდებიან არანჟIრებას. ყველაფერი თავად, შესაბამისად ყველაფერი გემოვნებიანად. მღერიან ყველგან: მიწის ქვეშა, ავტობუსი, სარდაფი, აივანი. ყველგან გარდა მამების ნაპარი ფულით მოწყობილი ტუსოვკებისა.
აღორძინდა საქართველოში ყოველთვის ჩამკვდარი ინსტრუმენტალიზმი. ამ დამპალი მიშას ხელში აღორძინდა ბოლოს და ბოლოს გემოვნებიანი ქართული სული.
რაში დავკარგეთ 1992-2003 წლები. რამდენიც არ უნდა გაიჭრათ ვენები, სიბინძურის თავის თავზე აღებით, სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ, გაიწმინდა თაობის გონება. ვხედავ საოცარ ახალგაზრდობას, რომელსაც შეუძლია პატიმრის გაუპატიურების გაპროტესტება და არა მსგავსად 1992-2003 წლებში ციხეში დახოცილი 260 პატიმრის შესახებ გაჩუმება, ფეხებზე დაკიდება, ვინაიდან ეს ხომ ქურდული იყო.
მოდით ჩამოვყაროთ: მგზავრები, ფრანი, კორკოტა, ათობით ბენდი. რომელიც ბოლოს და ბოლოს ჩვენც გვაჩუქებს დასავული სამოცდაათიანების მსგავს დაუვიწყარ წლებს.