"გალელები აფხაზურ პასპორტში 1000-1500 ლარს იხდიან… აფხაზური პასპორტი კი ძვირია, მაგრამ, როდესაც ეს გაქვს, რუსულ პასპორტს უკვე ერთ საათში იღებ""აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში შემოვლითი გზის გახსნისთვის ემზადება. ოტობაია-ორსანტიას საცალფეხო ხიდისა და ე.წ. სასაზღვრო პუნქტის მშენებლობა ახალ წლამდე უნდა დასრულდეს. მანამდე კი გალში აფხაზური პასპორტების მასობრივი გაცემის პროცესი მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა აფხაზური პასპორტის გარეშე შეუძლებელი იქნება, მოსახლეობას მასში გაზრდილი თანხის გადახდა უწევს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "გალელები აფხაზურ პასპორტში 1000-1500 ლარს იხდიან"/ "ძვირი კი არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ენგურს გადმოღმა გადმოსვლა ხომ გვინდა".
"ვისაც აფხაზური პასპორტი არ აქვს, იძულებულია, რომ ის აიღოს, თანაც არნახულად გაზრდილი ფასი გადაიხადოს. ადრე აფხაზური პასპორტის აღება სულ რაღაც 300-500 რუბლი (დაახლოებით 15-26 ლარი) ღირდა. დღეს კი 20.000-30.000 რუბლი (დაახლოებით 1000-1500 ლარი) ჯდება. მოსახლეობას პასპორტის აღებას არავინ აძალებს, მაგრამ იმის გამო, რომ გალელებს ნათესავები ენგურს გამოღმა გვყავს, იძულებულები ვართ, პასპორტში ასეთი დიდი თანხა გადავიხადოთ", - ამბობს გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი. როგორც ცნობილია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში შემოვლითი გზის გახსნას 1-ელ იანვრამდე აპირებს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დეკემბერში პატარა ხიდის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება, რის შემდეგაც მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონში გადმოსვლა უპრობლემოდ შეეძლებათ. "არაერთხელ დაგვპირდნენ, რომ ეს პუნქტები გაიხსნებოდა, მაგრამ ახლა უკვე გადაწყვეტილია, რომ იანვრისთვის ყველა გზა გაიხსნება. თუმცა ამ გზაზე გადასვლა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს შეეძლებათ. იქ მანქანა ვერ გადავა", - განაცხადა გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა", - აღნიშნავს გამოცემა.
"კიდევ ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ "გამშვები პუნქტების" გახსნამდე აქტიურად მიმდინარეობს აფხაზური პასპორტების გაცემა. გალელები უპრობლემოდ იღებენ რუსულ პასპორტებსაც, თუმცა განსხვავებით აფხაზურისგან, ის პრაქტიკულად უფასოა. "ახალგაზრდები და ზრდასრული მოსახლეობა პასპორტის ასაღებად გალში ჩადის. რაც შეეხება მოხუცებულებს, მათ აფხაზეთის მოქალაქის დამადასტურებულ საბუთს გალის დე ფაქტო საპასპორტო განყოფილების წარმომადგენლები სახლში მიუტანენ. ჩვენც, ადგილობრივი მოსახლეობა დაჩქარებული წესით ვიღებთ პასსპორტს. ძვირი კი არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. აბა ენგურს გადმოღმა გადმოსვლა ხომ გვინდა. როდესაც აფხაზური პასპორტი გაქვს, რუსულ პასსპორტს უკვე ერთ საათში და პრაქტიკულად უფასოდ იღებ", - განაცხადა კიდევ ერთმა რესპონდენტმა", - წერს სტატიის ავტორი.
"რეზონანსი" უკვე წერდა, რომ ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ აფხაზეთში გადასვლა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებოდათ და თანაც უპრობლემოდ. ახლა კი ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საზღვარს საქართველოს მოქალაქის მქონე პასპორტის მფლობელი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაკვეთს, თუ მას გალის რაიონიდან სპეციალური მოწვევა ექნება. "თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენთან ჩამოხვიდეთ, უნდა გქონდეთ საზღვარგარეთის პასპორტი. "საზღვარზე" მოსვლისას აქ დაგხვდებათ ადგილობრივი მკვიდრი აფხაზური პასპორტით, რომელსაც რუსებს წარუდგენს და ეტყვის, რომ სტუმრად მასთან მიდიხართ. ადგილზე პასპორტში ჩაგირტყამენ ბეჭედს, სადაც აღნიშნული იქნება, თუ რამდენი დღით შეგიძლიათ გალში ან მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენა. გადაგახდევინებენ 5 ლარს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგიშვებენ", - აღნიშნა გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა", - დასძენს გამოცემა.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...8-12122012.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი