#34297079 · 12 Dec 2012, 20:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მერამდენე ტორტი უნდა გამოაცხოს ახალმა ხელისუფლებამ? პასპორტებში ჩაიჯვეს. ფსევდო მყიდველი აუცილებელი ყოფილა (მივესალმები მხოლოდ). გარე მოვაჭრე უნდა აყარო, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ბაზრობა რჩება დაუსაქმებელი (მივესალმები მხოლოდ).
სადაა ის თემა? გარე განათების ბოძებში გაფლანგული მილიონების შესახებ? ნარმანიას ვიცნობ და მე მასწავლიდა და ასეთი არაკომპეტენტურობა როგორ გამოაცხო ვერ ვხდები? მაგრამ, როდესაც შენი ლიდერი "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი" ერიდანაა არაა გასაკვირი.
მოკლედ ჩემის აზრით უბრალოდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, რაც ბრალდებაშივე სჩანს: ბოძი კი ღირს 2500, მაგრამ რა სამუშაოებია მასთან დაკავშირებული და რა ხნით? არაა წარმოდგენილი ჩვენთვის სატენდერო პირობები. ვეცდები აგიხსნათ თანამედროვე ტენდერების ტენდენცია, როდესაც ყიდულობ არა მარტო ნივთს, არამედ სრულ მომსახურეობას, 2 და მეტი წლით. ხშირად მიწევდა სახელმწიფო სატენდერო ლოტებში მონაწილეობა და არა მარტო სახელმწიფო. საკანცელარიო ნივთიდან დაწყებული, სამშენებლო მასალით დამთავრებული.
მაგალითისთვის რამდენიმე წლის წინ ვმუშაობდი მაიკროსოფტის ერთ ერთ პარტნიორ კომპანიაში. ვინდოუს 7-ის საბაზრო ფასი იყო დაახლოებით 250 აშშ დოლარი. მაგრამ კორპორაციებს შეეძლოთ ეყიდათ და უყიდიათ 850 აშშ დოლარად, სამაგიეროდ ისინი ღებულობდნენ ე.წ. სოლუშენს, რაც გულისხმობს: ლეგალური პროგრამის მიწოდებას, ინსტალაციის პროცესს (ბანკის 10 000 -ზე მეტ კომპიუტერსა და სერვერზე), რაც გრძელდება 20 დღე, უფასო ტრეინინგებს, უფასო საგამოცდო მაიკროსოფტის საგამოცდო ცენტრში, უფასო საოფისე პროგრამები ტოპ მენეჯერების საოჯახო კომპებისთვის, უფასო ზარი 24 საათის განმავლობაში მაიკროსოფტის ლოს ანჯელესის ოფისში და სატელეფონო კონსულტაცია, უფასო ე.წ. ქოლდ ბექ აფ და ეს ყველაფერი 2 წლით.
გადათვალეთ: 10 000 კომპის ვინდოუსში 2 500 000 დოლარის მაგივრად, იხდიდნენ 8 500 000 დოლარს.
მოკლედ ეს მიდგომა კალკაა ყველანაირ ტენდერში, ყველანაირ პროდუქციაზე. ამ კერძო შემთხვევაშიც ნაყიდია არ ამარტო ბოძი და ნათურა, არამედ დამაკავშირებელი კაბელი, საძირკვლის გათხრა, ჩასმა, გაღებვა, ნებისმიერი ცვეთის ლიკვიდაცია უახლოესი 4 წლის განმავლობაში.
ესეც თქვენი 10 000 000........... ღმერთმა განათებულ გზებზე გვატაროს.
|