http://frontnews.ge/index.php?action=news_...d=9762&lang=geoშს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე საბერძნეთში, ათონის მთაზე ბერებთან იმყოფება. ამის შესახებ „„Frontnews"–ს სარწმუნო წყარომ აცნობა.
აღსანიშნავია, რომ ათონის მთაზე სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს შესვლა ეკრძალებათ. ისტორიულად, ქართულ მონასტერში მხოლოდ საბერძნეთის პოლიციის მართლმსაჯულება ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებზე დათა ახალაიაზე, სოსო თოფურიძეზე, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვზე ძებნის გამოცხადების შესახებ დადგენილებით მიმართა. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ პირებზე ძებნა„ინტერპოლის" საშუალებით გამოაცხადა.
კუდ-ის მაღალჩინოსნები უფლებამოსილების გადამეტებაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებულები. ამასთან, დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი.
4 დეკემბერს მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსრებლად პატიმრობა შეეფარდათ. არც ერთი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ ქვეყანა 2012 წლის 5 ოქტომბერს დატოვეს, ალანიამ - 22 ოქტომბერს, ხოლო მელნიკოვმა – 2010 წლის 2 დეკემბერს და მას შემდეგ მათ ქვეყნის საზღვრები არ გადმოულახავთ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 16 იანვრისთვის ჩაინიშნა.