#34324692 · 14 Dec 2012, 21:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
VanBowie
პირველ პოსტში არ იყოს ისეთი კლასიკები, რომელთაც ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარეს ჟანრს და იყოს ისეთი თამაში, რომელიც pure როლურ თამაშადაც ვერ მიიჩნეს კაცი, რბილად რომ ვთქვათ, შეუფერებელია ბლოგერის / გეიმერის მხრიდან : D მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი 'ხისტი' განცხადებაა სათაურში: "...That Gamer Shouldn't Miss"
ტექნიკური რჩევა - როდესაც "Top" ტიპის პოსტს წერ, იქ თამაშის ზოგადი აღწერილობის ნაცვლად / ზოგად აღწერილობასთან ერთად აუცილებელია მიაწერო მიზეზი, თუ რატომ ჩასვი ესა თუ ის თამაში სიაში, რატომ იქონია შენზე ისეთი გავლენა და შთაბეჭდილება, რომ წინაზე მაღლა და მომდევნოზე დაბლა აყენებ.
აღწერები თითქოს დაკოპირებულია, თამაშები კი თანმიმდევრულად პირადი შეხედულების მიხედვით. ამ შეხედულებებს დასაბუთება უნდა და არა dry description. გირჩევ უფრო პირადი აზრები წერო + ორიგინალურ საკითხებს შეეხო, ისეთებს, რომელიც მიგაჩნია აქტუალურად და კარგადაც შეძლებ დაწერას.
ყოველდღიურ/კვირეულ ინფოს კითხვას, თარგმნას და გამართვას სჯობს შენით წერო საინტერესო სტატიები და ამით უფრო მუღამიანი იქნება კითხვა, ორიგინალური ბლოგიც გექნება და ინტერესიანი მკითხველიც.
--------------------
I am not afraid of a person who knows 10000 kicks. But I am afraid of a person who knows one kick but practices it for 10000 times.
|