მთავრდება თუ არა მაიას ტომების კალენდარი 2012 წელს?პასუხი:
ისევე როგორც თქვენი სამზარეულოს კალენდრის ბოლო ფურცელი არ მოასწავებს სამყაროს აღსასრულს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კალენდრის ბოლო ფურცელია, ასევე მაიას კალენდრის ერთ-ერთი ციკლის დამთავრებაც არაფერ შუაშია სამყაროს აღსასრულთან. ისევე, როგორც 2013 ში თქვენ ახალ კალენდარს დაკიდებთ, მაიას ტომების კალენდარიც ხელახლა დაიწყებოდა 2012 წლის შემდგომ.
არსებობს თუ არა პლანეტა სახელად ნიბირუ, ან კიდევ, ერისი, რომელიც დედამიწისაკენ მოემართება და მის არსებობას საფრთხეს უქმნის?პასუხი:
ნიბირუსა და სხვა გზააბნეულ პლანეტებზე ისტორიები ინტერნეტ-ჭორებია და სხვა არაფერი. არ არსებობს ფაქტობრივი საფუძველი ამ ჭორებისათვის. ასეთი პლანეტა რომ არსებობდეს, ასტრონომები მის მოძრაობას უკვე დიდი ხანია შეამჩნევდნენ და თანაც, მათი მოახლოება უკვე შეუიარაღებელი თვალითაც იქნებოდა შესამჩნევი. ცხადზე ცხადია, რომ ნიბირუ არ არსებობს. ერისი არსებობს, თუმცა იგი ჯუჯა პლანეტაა, პლუტონის მსგავსად და მზის სისტემის გარეთ მდებარეობს. ყველაზე ახლო მანძილი, რომელზეც მას შეუძლია დედამიწას მოუახლოვდეს, 4 მილიარდი მილია.
ემუქრება თუ არა დედამიწას მასიური მეტეორის ჩამოვარდნის საფრთხე?
პასუხი:
დედამიწა მუდამ იყო და დარჩება მეტეორებისა და ასტეროიდების ჩამოვარდნის საფრთხის ქვეშ, თუმცა ძლიერი დაჯახებები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. უკანასკნელი ასეთი დაჯახება 65 მილიონი წლის წინ მოხდა, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. დღეს NASA-ს ასტრონომებს აქვთ თავდაცვითი პროგრამა, რომლის მიზანია იპოვნონ დედამიწის მიმართულებით მოძრავი მეტეორები დიდი ხნით ადრე მანამ ისინი დედამიწას დაეჯახებიან. ჩვენ უკვე დავადგინეთ, რომ საკმაოდ შორეულ მომავალშიც კი ისეთი დიდი დაჯახების საფრთხე არ არსებობს, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
ნასას კომენტარიhttp://www.kvirispalitra.ge/public/14877-n...-dekembers.html