ჩვენი ცხოვრება წარსულის გარეშე სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა და ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება იმიტომ, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედება წარსულთან მცირედით მაინც არის დაკავშირებული. რა არის ისტორია და რაში გვჭირდება ისტორიის ცოდნა?! ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ ისტორია ეს არის წარსულს ჩაბარებული ამბავი რომელიც დღეს სრულიად არ გვჭირდება თუმცა ჩემი აზრით და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი თვლის ასე, რომ ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების ნაწილია. ჩვენ გვჭირდება ისტორიის ცოდნა იმაში, რომ არ დავუშვათ ის შეცდომები რომლების ჩვენმა წინაპრებმა დაუშვეს, უნდა ვიცოდეთ სად გაჩერდნენ ჩვენი წინაპრები, რომ არა თავიდან არამედ იქიდან გავაგრძელოდ და მივაღწიოთ უფრო დიდ წარმატებას. ილია ჭავჭავაძე ამბობდა "ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ იწყება, როცა იგი თვისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა...". და მართლაც ეს ყველაფერი ხომ ასეა აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მერმისისაო თუმცა საზოგადოებას არ ძალულს გაითვალისწინოს ყველა შეცდობა რომელიც ადრე დაიშვა და ჩვენდა საუბედუროდ ყველანი მაიც იგივე შეცდომებს ვუშვებთ ამიტომაც ასეთი ცხოვრების სტილით ჩვენ წინ ძალინ ძნელა მივიწევთ. ისტორია ყოველთვის მეორდება სწორედ ამ შეცდომების გამო რომლებსაც ჩვენ ვერ ვასწორებთ და მათ ყოველ დღე სხვა მრავალ უბედურებას ვუმატებთ. ისტორიის გამეორების რამდენიმე ყველაზე სააშკარაო მაგალითს მოვიყვან მაგალითად თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ თუნდაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩანაწერებს, აღმოვაჩენთ, რომ 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომში ქართულ შერიაღებულ ძალებში სწორედ ისეთივე ქაოსი იყო, როგორიც 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დროს. ვინც კარგად გაანალიზებს აღმაშენებლის ეპოქას, ნახავს რომ ქართველთა საამაყო მეფე სწორედ იმ პრობლემებს ებრძოდა, რომლებიც საქართველოს დღემდე ვერ დაუძლევია.
თავის გასამართლებლად შეიძლება მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ჩვენში 70 წლის განმავლობაში ისტორია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ყალბდებოდა. მაგრამ ეს დრო 20 წელია რაც გავიდა. საბჭოთა კავშირში 20 წელია აღარ ვართ და ამიტომ დროა დალაგებულად შევაფასოთ ისტორია, რომელიც სულ მცირე იმას მაინც გვასწავლის თუ რა სისულელეები ჩავიდინეთ (და შესაბამისად მიგვახვედრებს რომ ეს კონკრეტული სისულელეები მაინც აღარ უნდა ჩავიდინოთ). თუ ამას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ. ანდა, საბჭოთა კავშირი ისევაა ჩვენშია.
მიმაგრებული სურათი