sanfolაუ რა კაი თემაა, ან ჰიტლერი უნდა დაიცვათ და თქვათ კარგს აკეთებდა გეები რო არ ევასებოდა და ხოცავდაო
ან თქვათ ცუდი იყოო და ჰომოფობი გამოიყვანოთ
ანუ სატოპკეც კი არაა, თვითგანადგურების თემაა

გამოდის პუტინი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და პატრიარქი ილია მეორე რაღაც პონტში ჰიტლერს გავს, პუტინსაც კანონით აქვს აკრძალული გეი პროპაგანდა და კადიროვი ჩეჩნეთში ხოცავს გეებს როგორც... ჰიტლერი
ესეთი კამიკაძე თემა იშვიათი რა... საღოლ მართლა.
მაგიტომაც არ მოიხოდა, მიხვდა ყველა რაც დაწერე
ახლა კი, უკვე განადგურებულ და მომწვარ ადგილას, ბოლო ლურსმნებიც ჩავაჭედოთ:
რაუშნინგ გერმანი ყვებოდა რომ ჰიტლერის სამხედრო დისციპლინარული ბარათი აქვს ნანახი სადაც მითითებულია რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ჰიტლერი დასაჯეს სხვა ოფიცერთან პიდარასტული კავშირის გამო. ხოლო მიუნხენში 175 მუხლის დარღვევის გამო ყავდათ დაკავებული რაც ასევე პიდარასტიას ეხებოდა იმ დროს
1943 წელს კი აშშ-ს სტრატეგიული სერვისიების ოფისმა ჩაიბარა რეპორტი "ფსიქოლოგიური ანალიზი ადოლფ ჰიტლერისა, მისი ცხოვრება და ლეგენდა" რომელიც ვალტერ ლენგერმა მოამზადა, ამ სადაზვერვო რეპორტის მიზანი იყო ალიანსის წევრების მომზადება დიქტატორის უკეთ აღსაქმელად. რეპორტი ამბობდა რომ ჰიტლერს რეპრესირებული ჰომოსექსუალური გადახრები ჰქონდა და ჯამში აღწერდა როგორც იმპოტენტ კაპროფილს (სხეულზე დაჯმები რო ევასებათ).
ყველაზე ღადაობა ისაა რომ 1995 წელს გამოიცა წიგნი "ვარდისფერი სვასტიკა" რომლის მთავარი შინაარსიც ისაა რომ გეები არიან სახიფათო და მოძალადეები - როგორც ჰიტლერი, რადგან ავტორის აზრით ჰიტლერიც და ყველა ტოპნაცისტი გეი იყო, ეს წიგნი გამოყენებული იქნა როგორც ანტი-გეი პროპაგანდა. (ჰიტლერი გეი იყო, ესეიგი გეები ცუდები არიან).
კიდევ ერთი რითიც ჰიტლერი, პუტინი და ჩვენი დედა ეკლესია გვანან არის... ქრისტიანობა

ცხადია ჰიტლერს იუდაიზმი არ მოწონდა (ებრაელების გამო, სამხატვრო აკადემიაში რო არ მიიღეს) მაგრამ სამაგიეროდ ქრისტიანობა უყვარდა
იმდენად უყვარდა ღმერთები და ეგეთები რო SS - ის ქამარზე იყო ქრისტიანული წარწერა "ღმერთი არს ჩვენთან"

ხოლო მის მაინ კამფში ის პირდაპირ წერდა რომ ქრისტიანი იყო. ის მის სფიჩებში ხშირად ახსენებდა რომ ქრისტეს მიმდევარი იყო და თავი მიანჩდა უფლის ნების აღმსრულებლად.
მას ისევე როგორც სტალინს, ერთი პერიოდი სასულიერო ცხოვრებაც სურდა.
რადგან სტალინს მივადექით, უნდა აღვნიშნოთ რომ ლგბტ+ პირებს როგორ ექცეოდა თავად საბჭოთა კავშირი და საიდან მოდიოდა ჰომოფობია ამ ერთი შეხედვით ათეისტურ იმპერიაში (ცხადია დროებით ათეისტურ, 40 იან წლებში სტალინმა ეკლესიის აღდგენა დაიწყო).
1917 წელს, როცა რევოლუცია ახალი მომდხარი იყო. ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებული იქნა, 1918 წელს მომზადდა კანონპროექტი და 1922 წელს (ანუ როცა თითქმის დასრულდა საბჭოთა კავშირის შექმნა და საქართველოც მიიერთეს) სრულიად ლეგალიზებული იქნა.
მომდევნო წლებში ბოლშევიკებმა სცადეს კიდევ უფრო ფართოდ დაეცვათ ჰომოსექსუალების უფლებები, განიხილავდნენ რა მათ სექსუალური რევოლუციის ნაწილად და ფიქრობდნენ რომ ახალ სოციალისტურ საზოგადოებაში ის ჩვეულებრივი ნორმა უნდა ყოფილიყო.
თუმცა 1930 წელს როცა თავდაპირველი რევოლუციური იდეები მინავლდა და ძალაუფლების სასწორი სულ უფრო იხრებოდა სტალინისკენ, პირველი რეპრესიები დაიწყო. სწორედ სტალინმა ჰომოსექსუალიზმი დაავადებად გამოაცხადა და შესაბამისად ნორმიდან - დაავადებად გადააკეთეს საბჭოთა ექიმებმაც. უნდა აღინიშნოს რომ კრიმინალად ჯერ კიდევ არ ითვლებოდა.
ახლოვდებოდა ცნობილი 37 წელი, როცა პარანოიით დაავადებულ სტალინს სჭირდებოდა რაიმე მიზეზი მისი პოლიტიკური ლიდერების გასანადგურებლად და ჰომოსექსუალიზმი მშვენიერი მიზეზი გამოდგა, 34 წელს ისევ კრიმინალად აქციეს ორ კაცს შორის ურთიერთობა (ქალებისას არაუშავსო)
ჰომოსექსუალიზმის დაბრალებით ყოველ წელს 1000 მდე დისიდენტს ამწესებდნენ ციხეებში და გადასახლებებში, სწორედ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირმა ჰომოსექსუალიზმი გამოაცხადა ფაშიზმის ნიშნად.
სწორედ ამ დროს მკვიდრდება საბჭოთა კავშირში და მის ყველა რესპუბლიკაში ტერმინი პიდარასტები. ამ ტერმინში მოიაზრებოდა ზრდასრული კაცები რომლებსაც სექსი აქვთ ახალგაზრდა ბიჭებთან. სწორედ ამ დროს იღებს სათავეს ჰომოსექსუალიზმის და პედოფილიის გაერთიანება, რომელსაც დღესაც ვისმენთ ნახევრად რუსი ქართველებისგან.
სტალინის ჩაძაღლების მერე კანონი ძალაში დატოვა ხრუშჩოვმაც, ის ფიქრობდა რომ ამ კანონის გარეშე ჰომოსექსუალიზმი გავრცელდებოდა ციხიდან ჩვეულებრივ ხალხში.
ასე გაგრძელდა საბჭოთა კავშირის ბოლომდე
1989 წლის გამოკითხვის მიხედვით, ჰომოსექსუალები ყველაზე საძულველი ხალხი იყო რუსებისთვის და ფიქრობდნენ რომ ისინი უნდა მოეკლათ.
მხოლოდ 1993 წელს, ელცინის პერიოდში ჰომოსექსუალური აქტები იქნა ლეგალიზებული. 1999 წელს, ელცინის ბოლო თვეებში და პუტინის დასაწყისში, ჰომოსექსუალიზმი დაავადებების სიიდან ამოიღეს.
2006 წელს ამჯერად უკვე პუტინის რუსეთი პირველად გააჟღერებს ფრაზას "გარეთ რას გამოდიან" და ის მთავარმა მუფტიმ თქვა, მოსკოვის პრაიდის შესახებ. 2007 ში ლუჟკოვმა მოსკოვში პრაიდის აღლუმი აკრძალა, უწოდა რა მას სატანიტური
ამის მერე ლგბტ - უფლებები რუსეთში სულ უფრო და უფრო უკან წავიდა, პროპაგანდას შეუერთდა მართლმადიდებლური ეკლესია და ცხადია მათი მონა - საქართველოს საპატრიარქოც.
კადიროვმა კი ჩეჩნეთში უბრალოდ მათი ხოცვა დაიწყო