grushaკაზუსია ასეთი და ვცდილობ მის არსში ჩაწვდომას

აი კაზუსიც რომ არ გაწვალოთ

))
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი ლალი ჩუბინიძემ მეზობლისაგან ავთანდილ ირემაძისგან შეიძინა მეზობელ ტატიანასთან ერთად. ფართის ერთი ნაწილი შეუერთდა ლალის სახლს, ხოლო მეორე ტატიანას და ცალკე სარგებლობაში აქვს ორივე მეზობელს. ლალიმ ნდობის საფუძველზე თავისი ნებით ფართი გააფორმა ტატიანას შვილის ნინო ნანეიშვილის სახელზე და ირიცხება მის საკუთრებაში, ხოლო სარგებლობით სარგებლობს ლალი და მისი ოჯახის წევრები.ოჯახური პირობების გაუარესების გამო ლალი გადაწყვიტა თავისი წილი ფართის გაყიდვა, მაგრამ მყიდველთან გაჩნდა პრობლემები, ვინაიდან სახლი ირიცხებოდა ნანეიშვილის სახლზე. ლალიმ სთხოვა ნანეიშვილს სახლის გადაფორმება, მაგრამ უარი მიიღო. ლალიმ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა: 1) 1992 წელს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც დადებულ იყო ავთანდილ ირემაძესა და ნანეიშვილს შორის, როგორც მოჩვენებით გარიგებისა და ფართის იმ ნაწილის თავის თავზე გადმოფორმება, რომელსაც ფაქტობრივად ფლობდა ამ წლების განმავლობაში. ნანეიშვილმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ლალის გამოსახლება მისი საკუთრებიდან.