1. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე კულტურულ-პოლიტიკური პროცესების მართვას ემსახურება.
2. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც საკუთარ მოძღვრებას აფუძნებს არა ქრისტიანობაზე, არამედ იმ ნაციონალისტურ იდეოლოგიაზე, რომლის ეთნოცენტრულობაც ქართველობასა და საქართველოზე გადის.
3. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც ქრისტიანული სიყვარულის ნაცვლად, ქადაგებს სიძულვს.
4. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც სიძულვილს თავდაცვის პოზიციიდან ქადაგებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტიტუტი, საქართველოს ისტორიის მანძილზე არასდროს ფლობდა იმხელა ქონებასა და ძალაუფლებას, როგორსაც დღეს, ის მაინც აცხადებს, რომ მას „ებრძვიან“ და მისთვის „მზიანი ღამეა, რომელიც მალე გათენდება.“
5. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც მე-4 პუნქტში აღნიშნული პოზიციის გამოყენებით, ბრალდებებს უყენებს განსხვავებული რელიგიებისა და ლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენელ, უსუსრ, მცირერიცხოვან ჯგუფებს და მათ სრულ მარგინალიზაციას ახდენს.
6. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც მკაცრად გმობს მოდერნიზაციის ყველა ასპექტს, გარდა ტექნოლოგიისა, რომელსაც თავადაც დიდი წარმატებით იყენებს. სწორედ ამიტომ ის ბირთვული მნიშვნელობის ინსტიტუტია, რომელიც ფუნდამენტალისტური, ტრადიციონალისტური და ქსენოფორბური იდეების კონსერვაციას ემსახურება.
7. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც საკუთარი ბუნებით ქსენოფობი, ჰომოფობი და რასისტია. სწორედ ამიტომ, არათუ რიგითი სამღვდელო პირებისაგან, არამედ იერარქებთანაც, ხშირად შეხვდებით ამ ხასიათის განცხადებებს. „ქართველი გენეტიკურად მართლმადიდებელია“ - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
8. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ფინანსდება. დღეს, ეს ინსტიტუტი, საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველ წელს ოცდახუთი მილიონი ლარით ფინანსდება. დაფინანსების აბსტრაქტული მიზეზი, საბჭოთა პოლიტიკის შედეგად, ეკლესიისათვის ზარალის ანაზღაურებაა. მიზეზის აბსტრაქტულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვალიდან (რომელიც არავინ იცის რატომ უნდა იხადოს ქართველმა ერმა) მოქალაქეები და სახელმწიფო ვეღარასდროს ამოვიდნენ, ამის ფონზე კი სმე-ს უმაღლესი იერარქი [პატრიარქი], ყოველ კვირა დღეს, წირვაზე, წმინდა კვეთისას, სტალინს იხსენიებს.
9. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომლის წევრები და თანამშრომლები [სასულიერო პირები] საკუთარი სქესის წარმომადგენლებთან ხშირად კავდებიან სექსუალური ურთიერთობით. მათ შეხვდებით იმ სკვერებსა და ბაღებში, რომელთა ბნელ კუთხეებშიც, ქართველი მამაკაცები, ერთმანეთთან მხურვალე სექსით კავდებიან. მათ შეხვდებით იმ გაცნობის ინტერნეტ-საიტებზეც, რომლებიც მხოლოდ ჰომოსექსუალებისთვის არის განკუთვნილი.
10. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომლის ის წარმომადგენლები, რომლებიც მეცხე პუნქტში არიან აღწერილნი, ხშირად გამოირჩევიან ისეთი ჰომოფობური ქადაგებებით, რომლებიც პირდაპირ არის სექსუალურ უმცირესობების მიმართ აგრესიის მაპროვოცირებელი.
11. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომლის თანამშრომლებიც არათუ თეოლოგიის არ ცოდნით, მეტიც, თეოლოგიის მიმართ სიძულვილით გამოირჩევიან. ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს. თეოლოგია, რომელიც მკაცრად მათემატიკურ-ლოგიკურ ჩარჩოებშია მოქცეული და მთლიანად დასავლურ ფილოსოფიას ეფუძნება, გამორიცხავს ისეთი მითოსის შექმნას, რომელსაც დღეს, თანამედროვე სმე ქმნის.
12. სმე არის რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც ქმნის მითოსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა; საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი არის უკანასკნელი ცოცხალი პატრიარქი; საქართველოს ყველაზე მსშტაბური ტაძრის სამების გუმბათზე დასხმული ოქრო არის ღვთისთვის შეწირული საჩუქარი და „ქართველი ერის პორტრეტი;“ მამული, ენა და სარწმუნეობა ყოველთვის საფრთხის ქვეშაა; მღვდელს ყველაფერი ეპატიება და მღვდლის განკითხვა დაუშვებელია, თუმცა შეგიძლია განიკითხო შენი მეზობელი; მიუხედავად იმისა, რომ სმე-ს მოძღვრებათა უმეტესობა ქრისტინული დოგმატიკის ფუნდამენტს და გულისგულს ხშირად ეწინააღმდეგება, ის მაინც ყველასთვის მისაღები არის, რადგან ეს პატრიარქმა ასე გადაწყვიტა.
ავტორი
დავით კახაბერი
http://www.azrebi.ge/index.php?pid=1472მაინტერესებს აქაური იუზერების (განსაკუთრებით კი მართლმადიდებლების) აზრი.
რომელ პუნქტს ეთანხმებით და რომელს არა ?
პ.ს. მოდერს ვთხოვ თემის სმაილი ჩაასწოროს ანდაც სულაც ამოშალოს.
This post has been edited by მადლი on 15 Dec 2012, 21:57
ქრისტე რომ დაბრუნდეს ესენი იმის ქადაგების მოსასმენად ბილეთებს გაყიდიან © cannabis
პატრიარქს არ აგინოთ, თორემ დანა მუცელში © vtbgeorgia2