„პირდაპირი კაცი ვარ და თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ მაგ პიროვნების მიმართ დადებითად განწყობილი არ ვარ! სააკაშვილთან კაცი არ შეიძლება მტყუანი იყოს და კვიციანს მე მიშასთან არ ვამტყუნებ, მაგრამ, საერთოდ, ემზარ კვიციანი ჩვენი ხელისუფლებისთვისაც კი პრობლემა იყო.
ემზარ კვიციანმა აფხაზეთის მთავრობა გაიტაცა და მთელი მთავრობა კოდორის ხეობაში სცემა. შინაგანი ჯარი ავიყვანეთ კოდორის ხეობაში და პროვოკაციები და რაღაც სისულელეები მოგვიწყო იქ, თორემ სააკაშვილთან ურთიერთობაში, ხომ გეუბნებით, არ შეიძლება, კაცი მტყუანი იყოს, რადგან მიშას მსგავსი ნაძირალა ამქვეყნად მეორე არ შემხვედრია. ახლა რომ მოვიტყუო და ემზარ კვიციანი ვაქო, ჩემი სინდისის წინაშე არ ვიქნები მართალი, არც ის მინდა, სააკაშვილის წისქვილზე დავასხა წყალი. ერთს ვიტყვი, ემზარ კვიციანის „კლიჩკა" არის „ბაბაჯო"! შევარდნაძეს იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, ღმერთმა აცხონოს, მისი შთამომავლობაც ვერ მოინანიებს, მაგრამ, რაც ედუარდს აფხაზეთში დაემართა, იმის შემდეგ იყო შეშინებული და სულ ფრთხილობდა, სადმე ტყვია არ გავარდნილიყო. ემზარ კვიციანი ამით სარგებლობდა და კოდორის ხეობაში იყო როგორც მეფე, ხელშეუხებელი პერსონა. ასპროცენტიანი სიზუსტით გეუბნები, რომ კოდორის ხეობაში გერმანელი დამკვირვებლების გატაცების უკან სწორედ ემზარ კვიციანი იდგა!"
http://reportiori.ge/old/?menuid=2&id=46401&lang=1ჟანგიანი რკინის კაცი, კახა თარგამაძე
პს. მართალს ამბობს კახი, მიუხედავად იმისა რომ მას არ ვეტრფი, სიმართლეს ნუ დავუკარგავთ და ბაბაჯო რომ კომიტეტში არის, ქვეყნის კატასტროფაა. ანუ კრიმინალი გყავთ პარლამენტში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის ქვეშ მყოფი დამნაშავე
ახლა ვიძინებ და უმოდ იჩხუბეთ