საგუშაგოზე დგომისას ახალგაზრდა, ცოტათი ანერვიულებული ქალობაში გადასული გოგო მომიახლოვდა და დახმარების თვალებ შემოცქერილმა მკიხტა: თქვენ პატრული ხაართ?
არაა, მაგრამ მითხარით რა გიჭირთ, იქნებ მე დაგეხმაროთ მივმართე დამამშვიდებელი ტონით.
რა მიჭირს და ჩემი ქმარი, აღარ შემიძლია, ამოვიდა ყელში მაგის ვალები, სახლიდან გააქვს ყველაფერი ლიჟბი იმ წყეულ კაზინოში მივიდეს და ითამაშოს, გაგიჟებას ვარ, რომ ვეწინააღმდეგები მაგინებს და ხელსაც მირტყავს, ეხლაც სახლშია და ეძებს რაღაცას რომ წაიღოს და გაყიდოს. ამ ყველაფერს მიყვებოდა,თითქოს გულს მიშლიდა და სიგარეტს ისტერიკულად ეწეოდა. დამშვიდდით, ეგ თქვენ რაც მომიყევით, არის პატრულის საქმე და ეხლავე გამოვიძახებ,თქვენ მანამდე დაჯექით და გაჩერებაზე დავსვი. 112ზე დავრეკე და ოპერატორს ვუთხარი რომ წამებულზე მოპატრულე ეკიპაჟისთVის ეცნობებინა როპ რესტორან "ჭინჭილასთან" გოგონას დახმარება ესაჭიროებოდა. რამდენიმე წუთში პატრული მოვიდა, ორი სიტყვით ავუხსენი თავკოტლიპა (სავარაუდოთ სოფლელ) კაპიტანს, შემდეგ გოგონა წამოხტა და წამოდიტ დროზე ის გიჟი სახლში იქნება კიდე და ფეხს აუჩქარა, პატრულიც უკან გაყვა დაწყნარდით გოგონის ძახილით, სანამ თვალს მოეფარებოდა გამომხედა, მადლობის ნიშნად თავი დამიქნია,მეც იგივეთი ვუპასუხე და გულში კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. შემდეგ რა მოხდა, უკვე ხუივო ზნაეტ. მაგრამ ცოტა ხანში ბორდიულზე შევნიშნე გძეტა 10სანტიმეტრიანი წვრილი მატლი, ცოტახანი მისით გავერთე, ბოლოს მომბეზრდა,წიხლი ვკარი და ტრასაზე გადავაგდე, ალბათ 7მანქანამ აუარა გვერდი, მაგრამ საბოლოოდ 8ე მანქანამ იქვე გაჭყლიტა, რო დავხედე დავიჯღანე და გამოვეცალე. ცოტახანი ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერზე, ძველ სამსახურზე, ძმაკაცებზე, ამ სამსახურზე, გოგოებზე, სააკაშვილი ივანიშვილზეც, მაგრამ მერე ვიღაცა ჩუსტებში მოფოფხავე სტარიკი ტიპი გამეჩითა 5ლარიანით და მეკითხება: ბოდიში შვილო, იქ აპარატზე ჩარიცხვა მინდა ბილაინზე და ხომ ვერ მომეხმარებიო,ვერ გავიგე როგორ უნდა ვქნაო. დამეზარა გადასვლა და ჩარიცხვაზე ჩალიჩი, ამიტომ დანანების სახით ვუთხარი რომ არვიცი ძია კაცო თქო თორე რა პრობლემაა (არადა გოგო ან ქალი რო ყოფილიყო, ხო იასნია ჩავარიცხინებდი) , აგე მიდი ის გოგო რომ მოდის სთხოვე და ჩაგარიცხინებს მეთქი, მივიდა ისევ აპარატთან და გოგომ როდესაც ჩამოიარა, ამ სტარიკამ უტხრა უკაცრავად ხომ ვერ და სიტყვა არ ქონდა დასრულებული კაცს როცა იმ გოგომ ფეხს აუჩქარა და რასაც ქვია გაიქცა, გეფიცებით გაიქცა გოგო შეეშინდა, უფო ვიზუალის გამო შეეშინდა აბა ამ სიცივეში და წვიმაში ჩუსტებიანი ბებერ კაცს რო დაინახავ და სახეც დაჭმუჭნული, პახოდუ დიდი წვერები, გოგომ იფიქრა ალბათ გიჟია ვიღაცაო და გაიქცა . ის კაცი იქ გაგიჟდა, მე აქედან ჩავბჟირდი.
მერე ვიღაცა ნორმალურმა გოგომ მადლი მოისხა და ჩაარიცხინა.
ცოტა გავერთე მაგრამ მერე ისევ ფიქრი დავიწყე, ისევ ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებაზე, სურვილებზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე რო რაღაც ძაან თესლა მერსედეს ბრაბუსი გამიჩერდა და იქიდან ოქროს კბილიანი და კისერზე ოქროს სქელ ცეპიანი თათარი რუსულად მეკიტხება: აეროპორტ დალიკო? გულში ვფიქრობდი, დალიკო კიარა პროჭშია სადღაცას და მერე ცემი საცოდავი რუსულით ვუპასუხე: იძიწე პრიამა, პატომ ნა პერეკრიოსტიკ ნა ლევა, კაგდა ვი დაბირიოწეს ულიცუ ბუშ, პატომ ნა პრავა, ი ვსიო ვრემია პრიამა. ბალშოი სპასიბაო და წავიდა.
რო წავიდა კი ვიფიქრე, სპასიბა ტრაკში გაიკეთე, ერთი ოქროს კბილი მოგეცა შე კრისა თქო.
ნუ მოკლედ, კიდევ ბევრი რაღაცა მოხდა, ხდება და კიდევ მოხდება ალბათ მაგრამ უკვე მეზარება წერა.
პროსტა იმაზე მეცინება რომ ადამიანები ჩემში მშველელს ხედავენ და ის არიციან რომ ფორმას რომ ვიხდი ხანდახან ისეთი ბასიაკივით ვიქცევი რომ გონებას ვწყდები, ქუჩაში სკამზე მძინავს და არაორდინალურ ქცევებს ჩავდივარ. მაგრამ ამ ყველაფრით მე უბრალოდ ვცდილობ რომ გადავაბიჯო უხილავ ბარიერებს, რომელებიც საზოგადოების უამრავი წევრისთვის მიუღებელია, მაგრამ ზოგჯერ ის რაც მიუღებელია, ჩემი აზრით საინტერესოა, ნუ, ცოტათი მაინც...
This post has been edited by Mr JeimsA on 15 Dec 2012, 18:01
იყავი ოპტიმისტი და სამყაროში ხშირად გაუშვი დადებითი სიტყვა/საქციელის "იმპულსები", სამყარო "ბუმერანგია" იმას გიბრუნებს, რასაც ფიქრობ, ამბობ და აკეთებ.